გრანდ-ლეიკი (ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრანდ-ლეიკი
კოორდინატები: 48°54′43″ ჩ. გ. 57°30′05″ დ. გ. / 48.91194° ჩ. გ. 57.50139° დ. გ. / 48.91194; -57.50139
მდებარეობა კანადის დროშა კანადა
სიმაღლე ზღვის დონიდან 85 
სიგრძე 100 კმ
სიგანე 10 კმ
ფართობი 358 კმ²
სანაპირო ზოლის სიგრძე 220 კმ
მაქსიმალური სიღრმე 475 
გრანდ-ლეიკი (ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი) — კანადა
გრანდ-ლეიკი (ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი)

გრანდ-ლეიკი (ინგლ. Grand Lake) — ტბა კანადაში, კუნძულ ნიუფაუნდლენდის დასავლეთ ნაწილში, ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორის პროვინციაში. ზედაპირის ფართობი 358 კმ², კუნძულებთან ერთად 538 კმ². კუნძულის უდიდესი ტბაა და მეოთხეა სიდიდით ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორის პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 85 მ სიმაღლეზე.[1] მაქსიმალური სიღრმე 475 მ. საზრდოობს მრავალრიცხოვანი მდინარეებითა და ნაკადულებით. ჩამონადენი ირმის ტბაში 11 კილომეტრიანი ნიუფაუნდლენდის არხით, შემდეგ მდინარე ჰამბერით აილენდსის უბეში. ტბაში არის დაუსახლებელი კუნძული გლოვერი, რომლის ფართობია 178 კმ². არხი — ჰიდროენერგეტიკის დარგში არსებული პროექტის ნაწილია, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებში განხორციელდა. ჰიდროელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია გამოიყენება მსხვილი ცელულოზა-ქაღალდის კომბინატის მიერ კორნერ-ბრუკში, რომელიც ტბიდან 24 კილომეტრშია განლაგებული. პროექტის ნაწილია კაშხალი, რომელიც წყლის დონეს არეგულირებს.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]