გორნერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გორნერი
გერმ. Gornergletscher
Panorama Monte Rosa Hut 1.jpg
კოორდინატები: 45°58′11″ ჩ. გ. 7°48′06″ ა. გ. / 45.96972° ჩ. გ. 7.80167° ა. გ. / 45.96972; 7.80167
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ქედი ალპები
ფართობი 68,9 კმ²
სიგრძე 14,1 კმ
ტიპი ხეობური
გორნერი — შვეიცარია
გორნერი

გორნერი (გერმ. Gornergletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი შვეიცარიაში. სიდიდით მეორეა ალპებში. სიგრძე 14,1 კმ, სიგანე 1,5 კმ-მდე, ფართობი — 68,9 კმ². ფირნის ხაზი გადის 3240 მ-ზე. ალპებში მდებარე მყინვარებს შორის გორნერი სიდიდით მეორე ადგილზეა. ეშვება მონტე-როზას მასივის ჩრდილოეთ კალთიდან მატერფისპის ხეობაში (რონის აუზი). აქვს მრავალრიცხოვანი შენაკადები. კურორტ ცერმატთან ახლოს მყინვარი უერთდება მატერტალს. მყინვარიდან გამოედინება ამავე სახელწოდების მდინარე. ულამაზესი ლანდშაფტებისა და ჰავის გამო აქ ფართოდ არის განვითარებული ტურიზმი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]