გორგოტის ძირეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორგოტის ძირეები — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტკოცის ჩრდილო-დასავლეთით, გორანამოსახლარ გორგოტის სამხრეთ-დასავლეთით, 100 მეტრზე. თარიღდება ბრინჯაოს ხანით. აკრეფილი არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია წიწვოვანი ორნამენტით შემკული ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირი და ბოლოებგახსნილი მასიური სამაჯურები. მასალა დაცულია სოფელ ფლევის რვაწლიანი სკოლის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]