გოლდენ-ბეი
იერსახე


გოლდენ-ბეი (ინგლ. Golden Bay) — თავთხელი, პარაბოლოიდის ფორმის უბე ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე. წარმოადგენს ტასმანის ზღვის მკლავს და შეჭრილია კუკის სრუტის სამხრეთ-დასავლეთით და ტასმანის უბის დასავლეთით. ზღვისგან გამოყოფილია ფერიველის ცელით. სამხრეთიდან უბეში ჩაედინება მდინარე აორერე და ტაკაკა.
გოლდენ-ბეი გამოირჩევა კარგი ამინდებით და საკმაოდ პოპულარულია ტურისტებში.
უბის დასავლეთი და ჩრდილოეთი რეგიონები თითქმის მთლიანად დაუსახლებელია. სამხრეთ სანაპიროსთან მდებარეობს აბელ ტასმანის ეროვნული პარკი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- McLintock, A. H. (1966). "Golden Bay" დაარქივებული 2012-10-20 საიტზე Wayback Machine.