გლახაკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გლახაკები — საზოგადოების ფენა ფეოდალურ საქართველოში.

ფეოდალური ურთიერთობის ჩამოყალიბებასთან ერთად თავისუფალ მწარმოებელთა ფენა გლეხთა ან აზნაურთა რიგში გადადიოდა. თავისუფალი პირი, რომელმაც დაკარგა მიწა და იძულებული გახდა სხვისი მიწა დაემუშავებინა, პირად თავისუფლების დაკარგვის შიშით გამოეთიშა ფეოდალურ ურთიერთობას და მათხოვრობა დაიწყო. ბატონყმური ურთიერთობის განმტკიცებას თან სდევდა გლახაკების რაოდენობის ზრდაც. ბაგრატ I კურაპალატმა IX საუკუნის ბოლოს დააწესა ე. წ. გლახაკთა ნაწილი – საგანგებო თანხა გლახაკთა დასახმარებლად. XII-XIII საუკუნეებში იგი სახელმწიფო შემოსავლის ერთ მეათედს შეადგენდა. გარდა ამისა, გლახაკთა რჩენას ხმარდებოდა კერძო პირთა, მათ შორის მეფეთა, ქველმოქმედებით გაცემული თანხა. ცნობილია, რომ დავით IV აღმაშენებელმა საკუთარი სახსრებიდან მათთვის ოცდაოთხი ათასი დრაჰკანი გამოყო. გვიანდელ შუა საუკუნეებში დასუსტებული ცენტრალური ხელისუფლება გლახაკებზე ვეღარ ზრუნავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 175.
  • ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე; ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, იქვე, ტ. 1, თბ., 1955;
  • გიორგი მერჩულე, ცხორებაჲ გრიგოლ ხანცთელისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.
  • მეტრეველი რ., დეკლასირებული ელემენტები შუა საუკუნეების საქართველოში (V–XII სს.), თბ., 1976;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგ. 2, ნაკვ. 2, თბ., 1984 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 7).