გიფენის საქონელი
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|გიფენის საქონელი}} |
გიფენის საქონელი — ეკონომიკასა და მომხმარებელთა თეორიაში ეწოდება ისეთ საქონელს, რომელზე მოთხოვნაც იზრდება ფასის ზრდასთან ერთად, რაც არღვევს მოთხოვნის კანონს. გიფენის საქონლის შემთხვევაში უფრო იაფი ახლო შემცვლელები არ არსებობს, ამიტომ მომხმარებელი იძულებულია გაზარდოს ასეთი საქონლის მოხმარება, მაშინაც კი როდესაც მისი ფასი იზრდება.
პროდუქტთა უმეტესობისთვის მოთხოვნის საფასო ელასტიკურობა უარყოფითია, ანუ სხვა თანაბარ პირობებში ფასების ზრდა მოთხოვნის რაოდენობას ამცირებს, ანუ ფასისა და მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. გიფენის საქონლის შემთხვევაში მოთხოვნის საფასო ელასტიკურობა დადებითია, ანუ ფასი და მოთხოვნის რაოდენობა ერთი მიმართულებით იცვლება. როდესაც ფასი იზრდება, მოთხოვნა იზრდება და პირიქით.
ეს სახელი ეწოდა სერ რობერტ გიფენის პატივსაცემად, რომელიც ამ თეორიის ავტორად ითვლება.