გიულსუნ საღლამერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიულსუნ საღლამერი
თურქ. Gülsün Sağlamer
დაბ. თარიღი 1945
დაბ. ადგილი ტრაპიზონი
მოქალაქეობა  თურქეთი
საქმიანობა არქიტექტორი და ლექტორი
მუშაობის ადგილი სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი და კემბრიჯის უნივერსიტეტი

გიულსუნ საღლამერი (თურქ. Gülsün Sağlamer; დ. 1945, ტრაპიზონი, თურქეთი) — თურქი არქიტექტორი, აკადემიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საღლამერი დაიბადა 1945 წელს, ტრაპიზონში. მის მშობლიურ ქალაქში დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების შემდეგ, მან სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის (ITU) არქიტექტურის სკოლაში ჩააბარა. თავისი სადოქტორო კვლევები, 1975-1976 წლებში, დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, მარტინის ცენტში ჩაატარა.[1]

შემდგომში, ის დაბრუნდა სტამბოლში. 1978 წელს, იგი სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და 1988 წელს სრული პროფესორი გახდა. 1993-1995 წლებში, ჩრდილოეთ ირლანდიის ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტში მოწვეული პროფესორი იყო.[2]

1996-2004 წლებში, ის აირჩიეს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად.[3] ასე, იგი თურქეთში პირველი ქალი რექტორი გახდა. არის ევროპის ქალ-რექტორთა ასოციაციის პრეზიდენტი. 2005-2009 წლებში, აირჩიეს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (EUA) მმართველთა საბჭოში. მოგვიანებით, იგი აირჩიეს ქადირ ჰასის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოში და თურქეთის ტექნოლოგიისა და ტექნოპარკების პრეზიდენტად.[4] ამჟამად იგი გაზეთ „ღია სახლის“ სარედაქციო კოლეგიის წევრია.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. European Woman Rectors official page. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-19. ციტირების თარიღი: 2018-05-08.
  2. Who's who page (თურქული)
  3. İstanbul technical University page (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2018-05-08.
  4. University of Massaachuttes Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-18. ციტირების თარიღი: 2018-05-08.