გიორგი I (იმერეთის მეფე)
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან გიორგი I, ბაგრატ I-ის ძე)
| გიორგი I | |
|---|---|
| იმერეთის მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 1389 |
| მმართ. დასასრული: | 1392 |
| წინამორბედი: | ალექსანდრე I |
| მემკვიდრე: | კონსტანტინე II |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | ? |
| გარდ. თარიღი: | 1392 |
| გარდ. ადგილი: | სამეგრელო |
| დინასტია: | ბაგრატიონები |
| მამა: | ბაგრატ I |
გიორგი I (გ. 1392) — იმერეთის სამეფოს მეფე 1389-1392 წლებში, ბაგრატ I ერისთავის ძე. გიორგი I-ის გამეფების დროს იმერეთის ზოგიერთი ციხესიმაგრე, მათ შორის ქუთაისისა, ჯერ კიდევ საქართველოს მეფე ბაგრატ V-სა და მის მემკვიდრე გიორგის ეჭირათ. გურიის, ოდიშის და სხვა მთავრების მათ მხარეზე იყვნენ და გიორგი I-ის მეფობას არ ცნობდნენ. გიორგი I-მა ამ ციხესიმაგრეთა დაკავება მოახერხა. 1390 მან აფხაზეთის კათოლიკოსად თავისი მომხრე არსენი დასვა და ამით სასულიერო ფეოდალთა წრეშიც დასაყრდენი გაიჩინა. 1392 გიორგი I-მა ოდიშის მთავრის, ვამეყ I დადიანის წინააღმდეგ ილაშქრა, მაგრამ დამარცხდა და თვითონაც ბრძოლაში დაიღუპა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოსელია ო., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 159.
- სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 17.
| წინამორბედი: ალექსანდრე I |
იმერეთის მეფე 1389 - 1392 |
შემდეგი: კონსტანტინე II |