გიორგი ცქიმანაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი ცქიმანაური (დ. 5 აპრილი, 1887, თბილისი — გ. 1 მარტი, 1975) — ქართველი ფამრაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1936), პროფესორი (1939), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1931-1935 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საბრძოლო მომწამვლელ ნივთიერებათა ტოქსიკოლოგიის კურსის ხელმძღვანელი. 1935-1941 წლებში განაგებდა სტომატოლოგიური ინსტიტუტის, ხოლო 1941-1973 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრას; 1973 წლიდან იყო ამავე კათედრის კონსულტანტი. შეისწავლიდა ცთომილი ნერვის ორფაზოვან მოქმედებას, ტრამვული შოკის ბუნებას, სინთეზურ ანტიმალარიულ და საანესთეზიო საშუალებებს. ავტორია ნამუშევრებისა „პლაზმოქინინს ფარმაკოლოგიისთვის“ (1934) და „ფარმაკოლოგია“ (1966).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]