გიორგი სიდამონ-ერისთავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი სიდამონ-ერისთავი
დაბადების თარიღი 26 აგვისტო, 1865.
დაბადების ადგილი თბილისი, საქართელო
გარდაცვალების თარიღი 23 იანვარი, 1953 (87 წლის ასაკში)
გარდაცვალების ადგილი გრენობლი, საფრანგეთი
მოქალაქეობა დროშა: საქართველო საქართველო
განათლება იურისტი
ეროვნება ქართველი
საქმიანობა პოლიტიკოსი

გიორგი სიდამონ-ერისთავი (დ. 26 აგვისტო, 1865, თბილისი — გ. 23 იანვარი 1953) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, მეცენატი. საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმაღლესი იურიდიული განათლება პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო. 1890 წლიდან მუშაობდა პეტერბურგის სასამართლოში. 1917 წელს დროებითმა სამმართველომ პეტერბურგის მილიციის მთავარ იურისტკონსულტანტად დანიშნა, მალევე კი ქალაქის მილიციის უფროსად. 1917 წლის ივნისში მცირე ხნით შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. იყო პეტერბურგის სამხატვრო საზოგადოების წევრი. 1918 წლის სექტემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ სოხუმის საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტში. 1920 წლის ნოემბერს დამფუძნებელმა კრებამ სენატორის უფლებამოსილება შეუწყვიტა. ცხოვრობდა ემიგრაციაში, საფრანგეთში. გარდაიცვალა ქ. გრენობლში (საფრანგეთი).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია ლექსიკონი, თბ., 2018, გვ. 400-401