გიორგი ჟურული (პოლკოვნიკი)
გიორგი ანდრიას ძე ჟურული (დ. 28 დეკემბერი, 1857 — ?) — რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1915).
თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. დაამთავრა თბილისის სამხედრო პროგიმნაზია და თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. 1871 წლის ნოემბრიდან სამხედრო სამსახურში იყო კავკასიის მე-2 სახაზო ბატალიონში. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878). მიიღო პრაპორშჩიკის (1877), პოდპორუჩიკის (1884), პორუჩიკის (1888), შტაბს-კაპიტნის (1890), კაპიტნის (1898) და პოდპოლკოვნიკის (1904) წოდებები. 1901-1910 წლებში, სხვადასხვა დროს მსახურობდა ანაპის 252-ე სარეზერვო ბატალიონში, თემირხანშურინის 254-ე სარეზერვო ბატალიონში, ფოთის 257-ე ქვეით პოლკში. 1910 წელს გადადგა. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წელს არმიაში სამხედრო სამსახურში გამოიძახეს და დაინიშნა სახელმწიფო ლაშქრის დონის 233-ე ქვეითი დრუჟინის მე-3 ასეულის მეთაურად, 1915 წელს — სამარის 247-ე ქვეითი დრუჟინის მეთაურად. დაჯილდოებულია წმ. გიორგის ორდენის წარჩინების IV ხარისხის ნიშნით (1877, ბრძოლის ველზე თავის გამოჩენისთვის), წმ. სტანისლავის III ხარისხის (1893) და წმ. ვლადიმერის IV ხარისხის (ბაბთით, 1905) ორდენებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Материалы для биографического словаря офицеров Кавказской Армии (1901- 1914 гг.). Подполковники. / Отар Жордания // ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის შრომები VII-VIII. - თბ., - 2014. - გვ. 227.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Журули Георгий Андреевич. «Офицеры русской императорской армии».