გიორგი მენაბდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გიორგი მენაბდე (დ. 24 სექტემბერი, 1957, თბილისი) — თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 2009 წლამდე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, აშშ-ს ფლორიდის შტატის იმპლანტოლოგიის აკადემიის წევრი, მსოფლიო სტომატოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყბა - სახის ქირურგიის კათედრაზე. 1986-1992 წ. მოსკოვის თავისა და კისრის აღდგენითი ქირურგიის და მიკროქირურგიის ცენტრის დოქტორანტი იყო.

კვალიფიკაცია ქ. მოსკოვის ქირურგიის ინსტიტუტში გაიარა მიკროქირურგიის კურსით. 1992 წელს მოსკოვში მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 2001 – მიენიჭა პროფესორის წოდება.

პროფესიული გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981-1982 წ – მუშაობდა ქ . მახარაძის ბავშვთა რაიონული საავადმყოფოს ყბა-სახის განყოფილების ექიმ - ორდინატორად.

1982-1986 წ – ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე უმცროს ლაბორანტად.

1986-1995 წ – ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტად.

2001 წ. – დაინიშნა სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სტომატოლოგიური დეპარტამენტის უფროსად.

2001 წ – ნოემბერში არჩეულ იქნა სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ყბა - სახის ქირურგიის კათედრის გამგედ.

პროფ. გიორგი მენაბდე 2004 წლიდან 2006 წლის 23 მარტამდე იყო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი.

2006 წლის 24 მარტიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

2009 წელს გიორგი მენაბდე გადაყენებულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან.

სამეცნიერო შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფ. გიორგი მენაბდე 4 საავტორო უფლებისა და 50 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.