გიორგი ლეონიძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი ლეონიძის ქუჩა
Near Tavisupleba moedani (10600398015).jpg
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები მთის ქუჩა, სოლოლაკის ქუჩა, აღმასკომის ქუჩა, სერგეი კიროვის ქუჩა

გიორგი ლეონიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი). თავისუფლების მოედნიდან პაოლო იაშვილის ქუჩამდე. ალ. პიშჩევუჩის თბილისის გეგმის (1785) მიხედვით ამ ადგილას ყოფილა „ერეკლეს ბაღი“. ქუჩა წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. ადრე მთის ქუჩა ერქვა, 1843 წლის შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილიაა როგორც სოლოლაკის ქუჩა, 1922 წელს აღმასკომის ქუჩა დაერქვა, ასევეა დატანილი თბილისის 1934 წლის გეგმაზე. 1935 წელს — სერგეი კიროვის, 1990 გიორგი ლეონიძის სახელი ეწოდა (იგი ამ ქუჩაზე ცხოვრობდა).

ქუჩის ხუროთმოძღვრული სახე XIX საუკუნის დასასრულს და XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. სახლების უმეტესობა რენესანსულ-ბაროკული სტილისაა. ცალკეულ შენობათაგან საინტერესოა ახლანდელი ბანკის შენობა (1913, არქიტექტორი მიხეილ ოჰანჯანოვი „მოდერნი“). ქუჩაზეა აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლი, XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები. აქვს 1 ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]