გიორგი გიორგაძე (ინჟინერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგაძე.

გიორგი ივანეს ძე გიორგაძე (დ. 12 მაისი, 1927, თბილისი — გ. 2002, იქვე) — ქართველი ინჟინერ-მექანიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1950 წელს.

1963–1971 წლებში მუშაობდა კ. ამირაჯიბის სახელობის საქართველოს მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტთან არსებულ ჩაის კრეფის მექანიზაციის ლაბორატორიაში უფროსის მოადგილედ; 1977–1997 წლებში სხვადასხვა სამეცნიერო–კვლევით ორგანიზაციაში პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 2000 წლიდან იყო კ. ამირაჯიბის სახელობის საქართველოს მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; ინჟინერ–მექანიკოსი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

1967 წელს (სხვებთან ერთად) მიიღო ლენინური პრემია, ჩაის საკრეფი მანქანის, „საქართველოს“ შექმნისა და მისი წარმოებაში დანერგვისათვის. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი (1999).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]