გიგო ხეჩუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გიგო ხეჩუაშვილი
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1879(1879-08-14)
დაბადების ადგილი ახალქალაქი (კასპის მუნიციპალიტეტი)
გარდაცვალების თარიღი 1961
ფსევდონიმი Тедзмисхевели
საქმიანობა პოეტი

გიგო ხეჩუაშვილი (დ. 14 აგვისტო, 1879 — გ. 1960) — ქართველი დრამატურგი, მწერალი, პოეტი.[1]

დაიბადა 1879 წლის 14 აგვისტოს, გორის მაზრის სოფელ ახალქალაქში. 1923 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში იუბილე გაუმართეს, რასთან დაკავშირებითაც გამოიცა მისი ნაწერები და საიუბილეო კრებული. მის კალამს ეკუთვნის ლექსები, ასევე დრამატული, ისტორიულ-ლეგენდარული პოემები: „პაატა“, „რუიზანი“, „საქართველოს გმირი“, „ოცი ძმა“ და სხვა; მოთხრობები: „დურგლიაანთ ქორწილი“, „სიმონა ბუჯიაშვილი“, „მეკვლე“, „უკუღმართობა“, „შეიცვალნენ“, „სამჯერ ოცდაორში“, „ბერუას ნიკოლა“, „ცელქი რეზო“, „გოგიანთ კაკალი“ და სხვა. დრამატული ნაწარმოებები: „მუშა-მგოსანი“, „დარბეულნი“, „უმანკონი“, ეტიუდები, საბავშვო მოთხრობები და სხვა მრავალი ლექსი.[2]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიგო ხეჩუაშვილი (მოკლე ბიოგრაფიული მიმოხილვა). გაზ. „კომუნისტის“ სალიტერატური-სამხატვრო ორკვირეული დამატება „ჩირაღდანი“, 1923. №2 — 5–7 გვ .. ციტირების თარიღი: 5 აგვისტო, 2020.
  2. გიგო ხეჩუაშვილი (თეძმისხეველი) / მელექსე. prosopography.iliauni.edu.ge. ციტატა: „1919 წლის 26 მაისის „ერთობაში“ დაიბეჭდა გიგო თეძმისხეველის ლექსი „დედა საქართველოს“.“ ციტირების თარიღი: 5 აგვისტო, 2020.