გზა იხვის ჭუჭულებს! (ძეგლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გზა იხვის ჭუჭულებს!
Дорогу утятам!
Утки парк напротив Новодевичьего монастыря.JPG
კოორდინატები 55°43′41″ ჩ. გ. 37°33′16″ ა. გ. / 55.72806° ჩ. გ. 37.55444° ა. გ. / 55.72806; 37.55444
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
მოქანდაკე შენ ნენსი
მასალა ბრინჯაო
გახსნის თარიღი 1991

გზა იხვის ჭუჭულებს! (რუს. Дорогу утятам!) — ძეგლი რუსეთში. წარმოადგენს ქალაქ მოსკოვის ერთ-ერთ ღირსშესანისნაობას. დაიდგა 1991 წელს ნოვოდევიჩის მონასტრის გვერდით მდებარე სკვერში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკულპტურული კომპოზიცია „გზა იხვის ჭუჭულებს!“ ნოვოდევიჩის მონასტრის გვერდით არსებულ სკვერში მდებარე გუბის პირას 1991 წელს დაიდგა[1]. ამერიკელი მწერლის რობერტ მაკ-კლოსკის 1941 წელს გამოქვეყნებულმა ზღაპრულმა მოთხრობამ „გზა იხვის ჭუჭულებს!“, იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ ბოსტონის ხელმძღვანელობამ ცენტრალურ პარკში წიგნის მთავარი გმირის — დედა იხვის მისის მალარდისა და მისი რვა ჭუჭულის ძეგლის დადგმა გადაწყვიტა. მემორიალის ესკიზები რობერტ მაკ-კლოსკის უდიდესმა თაყვანისმცემელმა ნენსი შენმა შექმნა. 1991 წელს ამ ძეგლის ასლი ბარბარა ბუშმა რაისა გორბაჩოვას აჩუქა, რომელიც ამ კომპოზიციით ქმართან ერთად ბოსტონში ვიზიტისას დაინტერესდა[2].

ძეგლის გახსნის მეორე დღეს ერთ-ერთი ჭუჭული მოიპარეს. 2000 წლის თებერვალში კიდევ სამი ფიგურა დაიკარგა[3]. ამ ამბის გაგების შემდეგ, ავტორმა მისი აღდგენა გადაწყვიტა და 2000 წლის 18 სექტემბერს აღდგენილი კომპოზიციის საზეიმო გახსნა გაიმართა. ცერემონიაზე იმყოფებოდნენ სსრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი ქალიშვილ ირინასთან ერთად, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში ჯეიმს კოლინზი, იმდროინდელი კულტურის მინისტრი მიხეილ შვიდკოი, მოსკოვის მთავრობის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე იგორ ბუგაევი და სხვები[2].

ამჟამად ვანდალიზმისაგან დასაცავად ძეგლი არმატურით არის დამაგრებული, ხოლო ცოტა მოშორებით დაცვის ჯიხური დგას.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრინჯაოს სკულპტურული კომპოზიცია „გზა იხვის ჭუჭულებს!“ ქვით მოპირკეთებულ ბილიკზე დგას და ცხრა ფიგურისაგან შედგება. დედა იხვი მალარდი და რვა ჭუჭული: ჯეკა, კეკა, ლეკა, მეკა, ნეკა, კვეკა, პეკა და კვაკა. ძეგლი რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების შერიგების ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Памятник утке с утятами у пруда Новодевичьего монастыря в Москве. Достопримечательности Москвы (2014-02-22). ციტირების თარიღი: 2015-06-27.
  2. 2.0 2.1 Ольга Ращупкина.. (19 сентября 2000) Американские утки вновь в Москве. Независимая газета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-16. ციტირების თარიღი: 2015-06-27.
  3. Памятник Дорогу утятам. Лучшие монументы Москвы. ციტირების თარიღი: 2015-06-27.