გვირალისბოლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვირალისბოლოქვედა პალეოლითის ეპოქის აშელური ტიპის ნამოსახლარი საქართველოში, სოფ. ჯოყოეთთან (ჭიათურის მუნიციპალიტეტი).

მიწის ზედაპირზე შეგროვებულია ასზე მეტი ნუკლეუსი, კლექტონისა და ლევალუას ტიპის ანატკეცი, სხვადასხვა წვეტანა და სახოკი. აღსანიშნავია მოთაფლისფრო კაჟის მთლიანი გულგულისაგან გამოთლილი ორმხრივ დამუშავებული ხელცული, რომელიც პროპორციებით და დამუშავების სრულყოფით გვიანდელი აშელის ხელცულების კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს. არქეოლოგიური მასალა აქ მოხვედრილია (ალბათ ჩამორეცხვის შედეგად) მახლობლად მდებარე მაღალი თავმოვაკებული გორიდან, რომლის აღმოსავლეთ ფერდობზეც ანალოგიური ნივთები აღმოჩნდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თუშაბრამიშვილი დ., ნებიერიძე ლ., ყვირილის ხეობისა და ცუცხვათის არქეოლოგიური ექსპედიციის 1970–71 წლების ძირითადი შედეგები, წგ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, [ტ.] 3, თბ., 1974.