გველის ხავსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გველის ხავსი
კლასიფიკაცია მითითებული არ არის!
ლათინური სახელი
Lycopodium clavatum

გველის ხავსი (Lycopodium clavatum) — მრავალწლოვანი მცენარე ლიკოპოდიუმისებრთა ოჯახისა.

აქვს უხვად შეფოთლილი, 1–2 მ სიგრძის ღერო და აღმამდგომი დატოტვილი ყლორტები. ზოგიერთ ყლორტს ზედა ნაწილში გამოაქვს ყუნწი, რომელზედაც 1–2,- ან 3–4-სპორიან თავთავს იკეთებს. სპორები მწიფდება ივლის-აგვისტოში. გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში (ბალკანეთი), მცირე და აღმოსავლეთ აზიაში, ავსტრალიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

საქართველოში მხოლოდ აფხაზეთში, სამეგრელოსა და აჭარაში გვხვდება. იზრდება დაბლობიდან ალპურ სარტყლამდე მდელოებზე და შქერიანებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]