გერში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერში — ჭრილობა და ჭრილობის საზღაური ძველ ქართულ სამართალში.

საზღაურის ოდენობა განისაზღვრებოდა ჭრილობის ხარისხის მიხედვით (მსუბუქი იყო ჭრილობა თუ მძიმე — დამაშავებელი) და დაზარალებულის „სისხლით“ (ქონებრივი სასჯელით, რომელიც ინიშნებოდა დაზარალებულის სოციალური მდგომარეობის, ასაკის, სქესისა სახვა გარემოებათა გათვალისწინებით). ამის შესაბამისად გერში დამნაშავეს გადახდებოდა ან სრული „სისხლის“ ან მისი ნაწილის — ნახევრის, მესამედის, მეოთხედის ან მეხუთედის ოდენობით. მხედველობაში მიიღებოდა აგრეთვე ჭრილობის ადგილი (უჩინარი და თვალსაჩინო ჭრილობა).

დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ითვლებოდა და საზღაურის გადიდებას იწვევდა დაზარალებულის დაჭრა მალვით ან თავდასხმის დროს. გერში გათვალისწინებულია ბაგრატ კურაპალატის, გიორგი ბრწყინვალისა და ბექასა და აღბუღას სამართლის წიგნებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოლიძე ი., ძველი ქართული სამართალი, თბ., 1953;