გერმოგენი (მოსკოვის პატრიარქი)
გერმოგენი | |
---|---|
პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა | |
ეკლესია | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | ერმოლაი |
დაბადების თარიღი | 1530 |
გარდაცვალების თარიღი | 17 თებერვალი, 1612 |
ეროვნება | რუსი |
რელიგია | ქრისტიანობა |
გერმოგენი (დ. დაახლ. 1530 — გ. 17 თებერვალი, 1612) — მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი. რუსული მართლმადიდბლური ეკლესიის წინამძღვარი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 17 თებერვალი და 12 მაისი ახალი სტილით - 1 მარტი და 25 მაისი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პატრიარქი დონელი კაზაკების ჩამომავალი იყო. იგი ჯერ ხუცესად მსახურობდა ყაზანში, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის არქიმანდრიტად იქნა დადგენილი. 1589 წელს გერმოგენს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი და იგი პირველი ყაზანელი მიტროპოლიტი გახდა.
წმინდანის ყაზანში მსახურების წლებში მოხდა ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის გამოჩინება.
1606 წლის 3 ივლისს წმინდა გერმოგენი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა.
წმინდა გერმოგენის პატრიარქობის წლებს დაემთხვა რუსეთში ცრუ-დიმიტრისა და პოლონეთის მეფის, სიგიზმუდ III-ის შემოჭრა. წმინდა გერმოგენი თანამემამულეებთან ერთად აღსდგა ქვეყნის და ეკლესიის დასაცავად. 1610 წლის 11 დეკემბერს თვითმარქვია მოკლეს, მაგრამ მოსკოვი კვლავინდებურად საფრთხეში იყო: შიგ პოლონელები და სიგიზმუდ III-ის ერთგული, მოღალატე ბოიარები პარპაშებდნენ. პატრიარქ გერმოგენის მიერ მთელი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ეპისტოლეები რუს ხალხს მოსკოვის განთავისუფლებისა და კანონიერი მეფის არჩევისკენ მოუწოდებდა. მოსკოველებმა ამბოხი დაიწყეს, პოლონელებმა კი პასუხად ცეცხლს მისცეს ქალაქი და კრემლში გამოიკეტნენ. მათ მოღალატეების დახმარებით პატრიარქი გერმოგენი ტახტიდან ჩამოაგდეს და გუშაგთა ზედამხედველობის ქვეშ ჩუდოვის მონასტერში გამოამწყვდიეს. ალყაშემორტყმული პოლონელები წმინდა პატრიარქთან ელჩებს ელჩებზე გზავნიდნენ და ითხოვდნენ, რუსი მოლაშქრეებისათვის ქალაქის დატოვება ებრძანებინათ. მღვდელმთავარი პასუხობდა:
პატრიარქმა ერმოგენმა რუს ხალხს უკანასკნელი ეპისტოლე უკვე საპყრობილედან გამოუგზავნა: იგი აკურთხებდა მათ განმათავისუფლებელ ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ. რუსმა მხედარმთავრებმა ურთიერთშეუთანხმებელი მოქმედების გამო ვერ შეძლეს კრემლის აღება და ერის სულიერი მამის განთავისუფლება. ცხრა თვეზე მეტი ხნის მანძილზე იტანჯებოდა იგი სატუსაღოში, სადაც 1612 წლის 17 თებერვალს შიმშილისგან ძალაგამოცლილი მოწამეობრივად აღესრულა.
რუსი ხალხის განმათავისუფლებელი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა. მღვდელმოწამის ცხედარი მადლიერმა ხალხმა ჩუდოვის მონასტერში დაკრძალა, იქიდან კი, 1654 წელს, მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაასვენა. წმინდა პატრიარქის კანონიზაცია მოხდა 1913 წლის 12 მაისს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 127.
- „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001