გერმანე ხოჯელანის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერმანე ხოჯელანის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში, ლაღამის უბანში . აგებულია შუა საუკუნეებში.

კოშკის ტრადიციული არქიტექტურულ სამკაულს დაკბილულთაღიანი გვირგვინი წარმოადგენს, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესრულების ერთგვარი სიტილით გამოირჩევა. კვადრატული გეგმარებით ამოყვანილია მცირედ გამოყვანილი ენთაზისის მქონე კედლები. ირკვევა რომ კოშკი ნაგებია ნახევრად დამუშავებული ორი ქვით, კირ-დუღაბის ხსნარზე. ფასადები შელესილია კირის სქელი ფენით, ნალესი მეტწილად შემორჩენილია ცენტრალურ და ქვედა ნაწილზე. კოშკის ორფერდა ყავარით გადახურული საბურავი და მის ქვეშ კედლის მომცრო ფრაგმენტი გვიანდელი რეკონსტრუქციის კვალს ატარებს. კოშკის საფასადო დანაწევრება ფუნქციურ და, ამავდროულად, რეგიონალურ მახასიათებლებს მიჰყვება და ღიობთა მინიმალური რაოდენობით არის წარმოდგენილი სიმეტრიის ღერძზე, ერთმანეთის თავზე გაჭრილია კარები და შემდეგ ოთხი სარკმელია. კარის თავზე განთავსებული სარკმლები ვიწრო, თაღოვან ღიობებს წარმოადგენს. კოშკის შიდა კონსტრუქციების ნახვა ვერ ხერხდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10076