გერგეტის ოხარეშის წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
გერგეტის ოხარეშის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა. დგას გერგეტის დასავლეთით, ტყეში. ეკლესია ფორმით მოგრძო ოთხკუთხედის ფორმისაა. ნაგებია მოზრდილი ქვებით, შიგადაშიგ გამოყენებულია ფიქალი. აღმოსავლეთი კედელი შელესიალია კირით. დაზიანებულია, სადაც ჩაქცეულია სახურავი და კედლების დიდი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ერთი ვიწრო კარი სამხრეთ კედელშიც იყო გაჭრილი (ამჟამად ამოშენებულია). გადახურულია ქვით, რომელზეც წრეში ჩასმული ჯვარია გამოსახული. ეკლესიის შიგნით, აღმოსავლეთი კედლის მთელ სიგრძეზე მოწყობილია თარო. იგი წყობიდან გამოშვერილი ფიქლის ორი რიგით არის გამოყვანილი. თაროს სასანთლედ იყენებდნენ.
სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო პატარა ნიშია. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკიდან ერთი საფეხურითაა ამაღლებული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რუსიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 446.