გერგეტის კვირიკეს ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გერგეტის კვირიკეს ნიში, ქობის ბეთლემი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა. მდებარეობს გერგეტის მოპირდაპირე მხარეს, ნასოფლარ ქობის ტერიტორიაზე, კლდეზე. შენობა გეგმით ოთხკუთხაა, ნაგებია თეთრი ქვით, წყობა მშრალია. ნაგებობა დაზიანებულია, კერძოდ ჩამოქცეულია სახურავი და კედლების ზედა ნაწილი. ჩრდილოეთის კედლის ზედა ნახევარში მოწყობილია ორი ნალისებური თახჩა. მათგან მარჯვენას გარს ევლება ორი რელიეფური ზოლი. თახჩებს ზემოთ, შუაში, ბოლნური ჯვრის გამოსახულებაა. მარცხენა თახჩაში კი ტოლმკლავა ჯვარია ამოღარული. ნიშის წინ პატარა შემაღლებული მოედანია, რომელიც დიდი ქვებითაა გამაგრებული. მოედანზე ქვის სკამები დგას.

ნიშის ზემოთ იდგა გერგეტის კვირიკეს ძველი ნიში, რომელიც ამჟამად ქვების გროვადაა ქცეული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]