შინაარსზე გადასვლა

გერასიმოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერასიმოვის სახლი
სტატუსი regional cultural heritage site in Russia
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა დონის როსტოვი
გახსნა 1900
ტიპი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
Map

გერასიმოვის სახლი (რუს. Особняк Герасимова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს სოციალისტურ (ძველი ნიკოლსკის) ქუჩაზე. გერასიმოვის სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

სახლი ნიკოლსკის (ამჟამად სოციალისტურ) ქუჩაზე, ააგეს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ნეოკლასიკური ეკლექტიკის სტილში. მშენებლობისთვის გამოიყენეს ა. ლევანიდოვის ქარხნის მიერ დამზადებული აგური. სახლის მფლობელები იყვნენ როსტოველი საშუალო კლასის წარმომადგენლები ცოლ-ქმარი სტეფან და ელისაბედ ნეცვეტაილენკოები. 1914 წელს სახლის მფლობელი გახდა იაკობ გერასიმოვი, რომელიც იყო ტყავის მაღაზიის მფლობელი ძველ ბაზარში (ამჟამად — ცენტრალური ბაზარი). იაკობ გერასიმოვმა დააფინანსა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის ახალი ბაზრის ტერიტორიიდან ძმათა სასაფლაოზე გადატანის სამუშაოები.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია და იგი ფუნქციონირებდა, როგორც საცხოვრებელი სახლი. შემდეგ მასში განათავსეს საბავშვო ბაღი № 14.

2015 წელს შენობის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს, ნაგებობის შიგნით გათხარეს ორმო, რომელიც ფატალურად დასრულდა. ფასადის კედელი, რომელიც არ ჰქონდათ ხიმინჯებით გამაგრებული, მთლიანად ჩამოიქცა.

ნაგებობა მდებარეობს დონის როსტოვის ისტორიულ ნაწილში. სახლს აქვს XIX საუკუნის ტიპური ნაგებობის ფორმა. მთავარი ფასადი გადიოდა სოციალიზმის ქუჩაზე. ნაგებობა ერთსართულიანი, სარდაფიანი აგურის შენობა იყო. ნაგებობა თარიღდება 1900-1904 წლებით. მისი პროექტი ეკუთვნის ნიკოლაი დოროშენკოს. სახლის მშენებლობა გრძელდებოდა დოროშენკოს გარდაცვალების შემდეგაც, არქიტექტორ ნიკოლაი დურბახის მეთვალყურეობით[1].

  • Лобжанидзе В., Лаптев Г., Кустов В. Путешествия по старому Ростову. Часть II. Ростов-на-Дону, 2001 г.
  • Оценка недвижимых имуществ г. Ростова-на-Дону для раскладки Государственного налога и других сборов на 1904 г. Ростов-на-Дону, 1904 г. с. 31, 227, 287.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]