გერასიმე ცაგარეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გერასიმე ცაგარეიშვილი (დ. 1864, გოჩაჯიხაიში — გ. 14 დეკემბერი, 1927) — ქართველი პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1883 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი. 1893 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წელს იაკობ ფანცხავასთან ერთად ბათუმში გახსნა პირველი დაწყებითი სკოლა პანსიონითა და გაკვეთილების გასამეორებელი კლასებით. 1894 წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც წარმატებით ასწავლიდა რუსულ და ლათინურ ენებს, ისტორიას, გეოგრაფიას, არითმეტიკას. 1904–1905 სასწავლო წლიდან ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა და მალე გადაიქცა განათლებისა და კულტურის ერთ-ერთ კერად დასავლეთ საქართველოსთვის. გერასიმე ცაგარეიშვილი ყველა კულტურული დაწესებულებისა და ღონისძიების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ამავე დროს ის რამდენჯერმე იყო არჩეული ქუთაისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად. იგი სილოვან ხუნდაძესთან ერთად გიმნაზიის ინსპექტორად აირჩიეს და თანამდებობაზე გიმნაზიის ტექნიკუმად გადაკეთებამდე დარჩა. მან თავისი წვლილი შეიტანა სკოლის გაეროვნების საქმეშიც. 1920 წელს გამოიცა მისი გეოგრაფიის სახელმძღვანელო. ექვსი წელიწადი მუშაობდა საბჭოთა სკოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოდო ჭუმბურიძე, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 209, თბ., 2018 წელი.
  • „სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები“, წიგნი II, სამეცნიერო მეთოდური კაბინტის გამომცემლობა, 1955;
  • ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული არქივი ფ. 9, საქ. 1535.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]