გეორგ ავგუსტ ფონ ბრაიტენბაუხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გეორგ ავგუსტ ფონ ბრაიტენბაუხი

გეორგ ავგუსტ ფონ ბრაიტენბაუხი (გერმ. Georg August von Breitenbauch) (დ. 28 აგვისტო, 1731, ვილსდრუფი, საქსონია, გერმანია, — გ. 15 სექტემბერი, 1817, სოფ. ბუხა, საქსონია-ანჰალტი, გერმანია) — გერმანელი სწავლული, პოეტი, საქსენ-ვაიმარის საჰერცოგოს პალატის მრჩეველი.

განათლება მიიღო იენის უნივერსიტეტში (1749-1753). მისდევდა სოფლის მეურნეობას. წერდა ლექსებს. დაინტერესებული იყო ძველი საბერძნეთის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ისტორიით. მის თხზულებათა შორისაა „ქართული სახელმწიფოების ისტორია“ (მემინგენი, 1788). წიგნში ცალკე თავებადაა განხილული საქართველოს ისტორია ერთიანი სახელმწიფოს დაშლამდე. შემდეგ მოცემულია ცალკეული სამთავროების აღწერა. ნაშრომს დართული აქვს ბაგრატიონთა დინასტიის გენეალოგია. ავტორს უსარგებლია ძველი ისტორიკოსების ნაშრომებით. მიუხედევად მთელი რიგი შეცდომებისა, ნაშრომი საინტერესოა საქართველოს ისტორიის რიგი საკითხების დასაზუსტებლად.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Geschichte der Staaten von Georgien. Entworfen von Georg August von Breitenbauch, Memmingen, 1788.
  • Geschichte von Arkadien, vom Ursprunge seiner Monarchie bis auf die Zeiten Antonins des Frommen. Frankfurt a. M., Eichenberg, 1791.
  • Versuch einer Erdbeschreibung der sechs Welttheile nach den Stämmen ihrer Regenten und Bewohnernebst Karten entworfen [...], 8 Faltkarten, 1793.
  • Beschreibung des alten Athens und dessen Schicksale in der bürgerlichen Verfassung und Wissenschaften [...], Faltkarte der Stadt Athen. 1794.
  • Nachrichten zur Kunde der vornehmsten derzeitigen aussereuropäischen Fürsten, ihrer Familien und Besitzungen. Eine Kupferstichkarte, 15 Geschlechtstafeln. 1793.
  • Beiträge zur Geschichte der unbekannten Reiche von Asien und Afrika in zwei Bänden, Teil 1, Johann Gottlob Heinrich Richter, Leipzig, 1799 OCLC 25951307 Teil 2, Hoffmann, Weimar, 1800.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]