გელიბოლუს ნახევარკუნძული
იერსახე
{{{სახელი}}} | |
---|---|
კოორდინატები: 40°22′00″ ჩ. გ. 26°28′00″ ა. გ. / 40.36667° ჩ. გ. 26.46667° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქეთი |
აკვატორია | ეგეოსის ზღვა |
გელიბოლუს ნახევარკუნძული (თურქ. Gelibolu) — ნახევარკუნძული თურქეთის ევროპულ ნაწილში, დარდანელის სრუტესა და საროსის ყურეს (ეგეოსის ზღვა) შორის. სიგრძე 90 კილომეტრი, სიგანე 20 კილომეტრი. აგებულია პალეოგენური ქვიშაქვებითა და თიხებით. რელიეფი ვაკეა, აქა-იქ 420 მეტრამდე სიმაღლის ბორცვიანი ვაკეებია. მცენარეულობა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. ნახევარკუნძულზეა საზღვაო ნავსადგური გელიბოლუ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 38.