შინაარსზე გადასვლა

გაჯი შაჰვერდის აბანო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაჯი შაჰვერდის აბანო
აზერ. Hacı Şahverdi hamamı
მდებარეობა პირშაგი, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
არქიტექტორი გაჯი შაჰვერდი
მდგომარეობა ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლი

გაჯი შაჰვერდის აბანო (აზერ. Hacı Şahverdi hamamı) — კასპიის ზღვის შორიახლოს ქალაქ ბაქოს (აზერბაიჯანი) საბუნჩინის რაიონში პირშაგის დასახლებაში მდებარე ძველებური აბანო.

უბრალო ხალხში ის ცნობილია „ქვიშის აბანოს“ სახელით. აბანო აშენდა XIX საუკუნეში ადგილობრივი მაცხოვრებლის გაჯი შაჰვერდის მიერ.[1] ოდესღაც, აბანოების გვერდით მდებარე ჭიდან მტკნარი წყალი მოიპოვებოდა .

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის განკარგულების თანახმად ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ, აბანო «ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიულ და კულტურულ ძეგლს» წარმოადგენს.

2008 წლის ზაფხულში აბანოს შესანარჩუნებლად მთელი რიგი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა.[1][2].