გაშუნ-ნური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაშუნ-ნური
კოორდინატები: 42°25′28″ ჩ. გ. 100°45′58″ ა. გ. / 42.42444° ჩ. გ. 100.76611° ა. გ. / 42.42444; 100.76611
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული შიდა მონღოლეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 820 
ფართობი 262,2 კმ²
გაშუნ-ნური — ჩინეთი
გაშუნ-ნური

გაშუნ-ნური (ჩინ.: 嘎顺诺尔; აგრეთვე ცნობილი როგორც დასავლეთ ძიუიანხაი)[1] — გაუდინარი მარილიანი ტბა ჩინეთში, შიდა მონღოლეთში. გაწოლილია ალაშანის უდაბნოს ჩრდილო კიდეზე, ზღვის დონიდან 820 მ სიმაღლეზე. გაშუნ-ნური ისევე როგორც მეზობლად მდებარე სოგო-ნურის ტბა, რომელიც მისგან გამოყოფილია დიუნებისა და ბარხანების სერით, იკვებება მდინარე ჟოშუის წყლებით. ტბის ზედაპირის ფართობი უდრის დაახლოებით 262,2 კმ²-ს. სარკის ფართობი და სიღრმე რყევადია მდინარე ჟოშუის ჩამონადენის მიმართულების შესაბამისად.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]