შინაარსზე გადასვლა

გარბანის წვერის წმინდა გიორგის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარბანის წვერის (სემღისას) წმინდა გიორგის ხატი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა. მდებარეობს სოფელ გარბანის განაპირას. დანგრეულია. შემორჩენილია ფიქლის ქვით ნაგები კედლის ფრაგმენტები. სოფელი ხატში „სამხვეწროდ“ ათენგენობას გამოდიოდა. ალოცვინებდნენ პატარძალსა და ახალშობილებს.