განჯის კარიბჭე (შუშა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
განჯის კარიბჭე
აზერ. Gəncə qapısı

მდგომარეობა 2021 წელს
მდებარეობა შუშა, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ტიპი კარიბჭე
თარიღდება XVIII საუკუნე

განჯის კარიბჭე (აზერ. Gəncə qapısı) — შუშის ციხესიმაგრის კარიბჭე, ქალაქ განჯის მხარეს მიმართული. ეს კარიბჭე უფრო უკეთ შემოინახა, ვიდრე ციხის კედლები და კოშკები. [1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიბჭეს გააჩნია წვეტიანი თაღი, რომელიც ჩარჩოებით არის გაწყობილი. თაღის გაფორებაში შერწყმულია ნათელი და მუქი ფერის ქვები. თაღსა და მის მოპირკეთებულ ნაწილს შორის არსებული სივრცე «ნაძვის» სტილში დაგებული ქვით არის გაწყობილი. კარიბჭის წინ აიგო შიგნით მდებარე მცველების განთავსებისათვის გამოსაყენებელი დამცავი კედელი, რომელიც იცავდა კარიბჭეს მასთან პირდაპირი, უკონტროლო წვდომისაგან. შემორჩენილი ფრაგმენტების ზედა კედლის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ კარიბჭის თავზე ოდესღაც არსებობდა ოთახი, რომელიც შესასვლელის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.[1]

დასავლეთის მხრიდან კარიბჭეს უერთდება ორიარუსიანი კოშკი. იარუსებს შორის კავშირი პირველი სართულის ჭერში მდებარე ხვრელის საშუალებით ხორციელდებოდა. კოშკის კედლებში გაკეთებულია ღიობები.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Город Шуша. Гянджинские ворота // Азербайджан (Исторические и достопримечательные места) / Под общей редакцией М. А. Казиева.. — Б.: Издательство АН Азербайджанской ССР, 1960. — С. 90—91.