განხილვა:Total War: Warhammer II

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგმანისთვის ეს ვარიანტები შევარჩიე:

  • Druchii - დრუქიები,
  • lizardmen - კაცხვლიკები ან ხვლიკხალხი,
  • high elves - უზენაესი ელფები,
  • order of loremasters - მწიგნობართა ორდენი (ტეკლისის ტიტული - high lormaster - შესაბამისად, მწიგნობართუხუცესი ან, თუ გნებავთ, უზენაესი მწიგნობართუხუცესი),
  • Nehekhara - ნეჰეკჰარა (ხატეფის ფრაქციის სახელიდან გამომდინარე, ფუძე არის Nehek - ნეჰეკი - ხოლო hara ბოლოსართია (ალბათ, როგორც ჩვენებური -ეთი, მაგალითად, იმერეთი), ამიტომაც kh „ხ“-დ აქ არ გამოითქმის), სხვა დანარჩენ შემთხვევებში, სეთრასა და ხატეფის გამოთქმიდან გამომდინარე, kh გამოითქმის, როგორც „ხ“. Khalida-ს გარდა - თავის სახელში kh-ს გამოთქვამს „ქ“-დ).
  • ხატეფის ტიტული - Grand Hierophant - შეიძლება ასევე გადაითარგმნოს, როგორც „დიადი მღვდელმთავარი“.
  • სკავენთა მესამე კლანის სახელი არის Rictus, ლათინურად „პირის ღრუ“, მაგრამ, თუ „ხახის კლანი“ არ უხდება, შეგიძლიათ აირჩიოთ „კლანი რიქტუსი“.
  • Vermintide, რითაც აღნიშნავენ სკავენთა მოდგმას, გადავთარგმნე როგორც „მავნებლები“, ასევე განვიხილავ ვარიანტებსს „მავნეთა მოდგმა“ და „მავნეთმოდგმა“ (როგორც თარგმანის ერთსიტყვიანი ვარიანტი). 212.58.121.136 17:22, 1 აპრილი 2018 (UTC)[უპასუხე]
  • Radiant გადავწყვიტე გადამეთარგმნა, როგორც „მნათობი“. „ბრწყინვალე“-საც არ გამოვრიცხავ.
  • Crone ძირითადად ჩვენებური ფოლკლორის კუდიანს აღნიშნავს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც ამ ტიტულის მქონე პერსონაჟი არის hag-თა ლიდერი, ვთვლი, რომ hag უნდა გადაითარგმნოს, როგორც „კუდიანი“, ხოლო crone, ძველქართულ მითოლოგიას თუ მივმართავთ, ამ შემთხვევაში გამოვა „როკაპი“. მაგრამ როკაპი, თუ არ ვცდები, სახელია და არა ტიტული, და არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება მისი გამოყენება ამ პერსონაჟის მიმართ. 212.58.121.136 20:35, 19 მაისი 2018 (UTC)[უპასუხე]