განხილვა:Megadeth

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში. th არის ’თ’. წარმოთქმისას ისმის რაღაც საშუალო ’ს’-ს და ’ფ’-ს შორის. უპრიანი იქნება, მეგადეთი იყოს. შესაბამისად, სიტყვა ’დეზ მეტალიც’ არასწორია. დეთ მეტალი. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 09:26, 7 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მთლად მასე გადაწყვეტითაც ნუ ვიტყვით, რომ th არის ’თ’. იქვე ნათქვამია, რომ

ვიკიციტატა

როგორ გავიგოთ, რა უნდა დავწეროთ? მართალია, ამ სტატიის ავტორი მე ვარ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ასეთი სახელები ლათინურად უნდა დარჩეს, რადგან მათი თარგმანისას იკარგება ფონეტიკური მომხიბვლელობა. (ისე პატივს დამდებდი, თუ ყავახანაში ამ საკითხზე მიმდინარე კენჭისყრაში მიიღებდი მონაწილეობას.) რაც შეეხება 'დეზ მეტალს', თვითონვე ამბობ, "წარმოთქმისას ისმის რაღაც საშუალო ’ს’-ს და ’ფ’-ს შორის." და რა შუაშია საერთოდ? გავრცელებულია -თი დაწერა, რაც წესებსაც არ ეწინააღმდეგება (Rutherfold - რეზერფორდ-ი). მე თუ მკითხავ, Ф უფროა.— გიორგი განხილვაწვლილი 13:05, 7 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დავწერდი. მაგ. Elizabeth - ელიზაბეთ-ი, Macbeth - მეკბეთ-ი, Plymouth - პლიმით-ი. ეს ის მაგალითებია, სადაც ბოლოშია th. თუ ვერ შევთახმდებით გადავიტანოთ ლათინურ შრიფტზე.--ცანგალა () 13:50, 7 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

როდესაც წარმოვთქვამთ სიტყვას სიკვდილი (death), ისმის ის, რაც დავწერე - ’ს’ და ’ფ’ ერთად. აგერ მაგის მოსასმენი მტკიცება. ან გამოდის რომ მე ვცდები და ვიკიპედიაში საერთოდ არ უნდა ვწერო, თუ ასეთი ელემენტარულები რაღაცეები მეშლება.

იგივე ეხება დეზ მეტალს.

მეორეც (ყოველი შემთხვევისათვის მაინც, რომ არ გამოგვრჩეს მერე) - plymouth პლიმითი საიდან არის? ou ჩავყლაპეთ და ი ჩავსვით? :) ასეთი წარმატებით მილიონ სხვა შეცდომას დავუშვებთ. მოსასმენი ვერსია.. — The Pink Floyd განხილვაწვლილი 14:20, 7 ოქტომბერი 2010 (UTC)[უპასუხე]