განხილვა:Justice (ჯგუფი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Justice - ფრანგულია? დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ფრანგული - მიხედვით J - ჟ, u- იუ, s - ს, t - ტ, i - ი, c - კ, e (ბოლოში ალბათ არ იკითხება) - გამოდის ჟიუსტიკი. გთხოვთ გადახედოთ.--ცანგალა () 20:18, 26 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

რავი, მე ინგლისურენოვანი წყაროდან გავიცანი ეს ჯგუფი და იქ ასე გამოაცხადეს, სიტყვის წარმომავლობა შეიძლება ფრანგულია, ასეთ შემთხვავაში ალბათ ფრანგული ვარიანტი აჯობებს სათაურში, თუმცა რავიცი რავიცი ;) --გიგა პასუხი 21:46, 26 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

justice. Etymology: From Old French justice /ʒys.tis/ --გიგა პასუხი 22:05, 26 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ანუ ჟიუსტისი :) გამოდის დაახლოებით --გიგა პასუხი 22:13, 26 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჯგუფი კი ფრანგულია, მაგრამ დასახელება მე როგორც ვიცი ინგლისური სიტყვიდანაა, და ინგლისურადაც მღერიან (ამას თუ მღერა ქვია :). ასე რომ ჯასტის, ან Justice დატოვება აჯობებს. ზაური () , 06:20, 27 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ზაურ :)Justice ფრანგული სიტყვაა და არა ინგლისური :) ამდენი აბა რა დავწერე?  :) --გიგა პასუხი 17:53, 27 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

)). კაი რა, სადმე გაგიგია ჟუსტისი ? :). სასაცილოა. ინგლ. Justice (noun)-fairness in the way people are dealt with. ასე რომ ეგ სიტყვა ორივე ენაშია. ხოდა ამდენი რომ არ ვიდავოთ, დაიწეროს ლათინური ასოებით და ვისაც უნდა ჯასთისად წაიკითხავს, ვისაც კიდე-ჟუსტისად.ზაური () , 18:06, 27 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიამ უნდა ასწავლოს სწორი წაკითხვა. როდესაც ფრანგულია ე. ი. ფრანგულია და არა ინგლისური. ბოლოში ფრანგ. კ-თ იკითხება ჟიუსტიკი გამოდის (თუ არ ვცდები). მაგ. ქართული სიტყვა წყალი რუსულად ცკალია. მომხმარებელმა რუსულიდან ისწავლოს თუ ქართულიდან? იგივე ქართული სახელი მიხეილი რუსულად მიხაილია. რომელი ჯობია. ვინმემ რომ თარგმნოს რუსულიდან მიხეილ საკაშვილი გამოვა მიხაილ სააკაშვილი, რაც სიყალბესთან გვერქნება საქმე.--ცანგალა () 18:11, 27 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჟუსტიკი, ეგ უკვე სხვა განზომილებაა, :). თუ ჯგუფი MTV-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე ჯასთისია, ქართულ ვიკიპედიაში ჟუსტიკი რატოა? ზაური () , 18:26, 27 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ხომ გაგიგია შეცდომებზე სწავლაო. ხოდა ვსწავლობთ.--ცანგალა () 18:29, 27 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჯასთისი (Justice (საფრანგეთში ჟიუსტისი Justice [ʒys'tis] - სამართლიანობა; მართლმსაჯულება) არის ფრანგული ფრენჩ-თაჩი - ალბათ ცუდი არ იქნება, რომ ჯერ ფრანგული სახელი დაიწეროს და შემდეგ ინგლისური. ჟიუსტისი თუ ჟიუსტიკი - ეს ნამდვილად გასარკვევია. ფრენჩ-თაჩი - ამასაც თუ შეცვლით ცუდი არ იქნება. --ცანგალა () 20:33, 28 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
ფრანგულში ჟიუსტისია სწორი წაკითხვა. კი გასაგებია, რომ ბოლო ასო არ იკითხება, მაგრამ ეს "c" კ-თ არ იკითხება, არამედ როგორც "ს". რატომ, ამ მაგალითში გაჩვენებ: მაგ. justice [ʒys'tis] (შენიშვნა: ტრანსკრიფციაში საერთოდ იწერება მხოლოდ ის რაც იკითხება, რაც გვესმის) აქ c-ს შემდეგ დგას e, ხოდა ფრანგულში c e-ს წინ იკითხება როგორც "ს", და სიტყვის ბოლოს e-> justice არ იკითხება, ეს e მხოლოდ გვაჩვენებს, რომ c ამ სიტყვაში ს-თ იკითხება. იგივე მაგალითს სხვა სიტყვაში გაჩვენებ, მაგ. სიტყვა გარაჟი ფრანგულში garage [ga'raʒ] და არა [garag]. იმედია ეხლა გასაგებია:-)--Hermaphrodito 06:37, 30 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ტრანსკრიფციაში კი დაბოლოება არ წერია :) --გიგა პასუხი 20:38, 28 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ზაურის ის ჰქონდა მხედველობაში, რომ მიუხედავად ამ სიტყვის წარმომავლობისა, ეს ჯგუფი საკუთარ თავს პრომოს "ჯასთისის" სახით უკეთებს და ჩვენ რაც არ უნდა ვიყაყანოთ, ეგ მაინც ჯასთისი იქნება :)) (n'est pas, Zaur?). - ალ-ო     @ 06:30, 30 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]
კი მასეა, (babelfish translator) :)). R`Z` 09:47, 30 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჯასთისი თუ ჯასტისი? --ცანგალა () 12:16, 30 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]