განხილვა:2016

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რატომ არის ჩასმული მთავარ სტატიად კატეგორიებიები (დაბადება და გარდაცვალება)?--ცანგალა () 15:14, 20 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

Surprizi-ის უნდოდა კატეგორიების ჩამატება, რაც მე არ მომეწონა და სანაცვლოდ მთავარში დამატება შევთავაზე. გასაგებია რატომაც წერ. მგონი ჯობია სადაც ამის მსგავსი გვერდი არსებობს, უბრალოდ შეცვალო მთავარი სტატია, დანარჩენი კი ისე დავტოვოთ, როგორც არის.--Tornike 10:16, 21 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
თუ სწორედ გავიგე კატეგორია დარჩეს მთავარ სტატიად? ვერ დაგეთანხმებით. სხვების აზრიც მოვისმინოთ.--ცანგალა () 14:57, 21 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
პასუხი კითხვაზე თუ რა ესაქმება სტატიაში მთავარ სტატიად კატეგორიას შემდეგია: მოგეხსენებათ რომ ნებისმიერი ვიკი მუდმივი განახლების პროცესშია, ჩვენ წლებში გვაქვს ტექსტის სიმცირე, მაშინ როდესაც ხვალ შესაძლოა ეგ დაბადებულები გაჩნდეს ქართულ ვიკიში მაგრამ აქ მორიგი წლის დაბადებულებში მას არავინ ჩაამატებს. ჯამში თუ წლებზე გამუდმებით არ მიმდინარეობს განახლებები (რისი ფუფუნებაც არ გაგვაჩნია) ჩავთვალე მიზანშეწონილად რომ მორიგ წელს ჰქონოდა (თავში, შუაში, ბოლოში) აღნიშნულ რეალურ სიტუაციასტან წვდომის საშუალება. მე როგორც ვხვდები ვიკიპედია იმისთვისაა რომ მომხმარებელმა მიიღოს მისთვის საჭირო სრული ინფორმაცია. სწორედ წლის სტატიაში დაბადებულებისა და გარდაცვლილების კატეგორიების არსებობა იძლევა ქართული ვიკიპედიის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას.

ხო მართლა, თუ ვინმეს შეგიძლიათ დაწეროთ თარგი რომელიც კატეგორიაში არსებულ ცოცხალ მკვდრებს ჩვენთვის სატანადო ფორმით ჩამოალაგებს, ისე რომ არ ვახსენოთ ვიზუალურად კატეგორია კარგი იქნებოდა, მხოლოდ მაშინ მზად ვიქნები დავუჭირო მხარი ამ კატეგორიების ამოშლას. დღეს ეს საჭიროა და მოსახერხებელიც--Surprizi განხილვაწვლილი 09:24, 26 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]

კატეგორია მთავარ სტატიად მიღებული არ არის, რაც არ უნდა განვითარდეს ვიკიპედია. რომელიმე წამყვანი სხვაენოვანი ვიკიპედია მიმითითეთ. ხოლო აქ ჩვენთან არსებობს მთავარი სტატია 2016 წელს გარდაცვლილების სია--ცანგალა () 15:35, 26 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
არ მიგითითებთ რადგანაც მისათითებელი არც არაფერია. მოკლედ ან გვაქვს ესე რაც არის, ან წაშალეთ საერთოდ, ან მიუთითეთ ქვევით კატეგორიებში, ან შექმენით თარგი რომელიც ლაივ რეჟიმში თვითონ ყველანაირი ბოტების გარეშე წარმოსახავს იმას რაც ისედაც არსებობს მაგრამ გვაქვს ჯერ მხოლოდ კატეგორიების შიგთავისი სახით.--Surprizi განხილვაწვლილი 18:00, 26 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]