განხილვა:ჯორჯ ჰიუიტი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თუ შეიძლება მომახსენეთ რომელ ნაწილში ვარღვევ მიუკერძოებლობას. მადლობა წინასწარ.

პირველ რიგში რას ნიშნავს „აფხაზეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული“? გიო ოქრო 07:50, 6 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]
წოდება გახლავთ ეგ

გაუგებარი წინადადებები[წყაროს რედაქტირება]

ვერ გავიგე რას გულისხმობთ გაუგებარ წინადადებებში, გრამატიკა გავასწორე (მართლაც იყო შეცდომები). თუ შეიძლება უფრო დამიკონკრეტეთ ან მაგალითი მომიყვანეთ სტატიიდან. მადლობა. ალექსანდრე ფოფხაძე განხილვაწვლილი 15:09, 6 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

@ალექსანდრე ფოფხაძე „1982 წელს, მან მიიღო სადოქტორო ხარისხი, დისერტაციის საფუძველზე, სადაც შედარებული იყო დაქვემდებარება ქართულ და აფხაზურ ენებში.“ — რა დაქვემდებარება? რა აქვს ამ წინადადებას დედააზრი? სრულად გაუგებარია. ასეა ბევრი კიდევ. ეს თუ მანქანური თარჯიმნითაა ნათარგმნი, წასაშლელია საერთოდ სტატია. და თქვენ გირჩევთ, რომ იგი საერთოდ არ გამოიყენოთ ამ სახით (დაუმუშავებლად შემოტანა). სხვა სტატიებშიც იქნება ალბათ ასე. ძალიან სამწუხაროა, ვიკიპედიის ამ დონეზე დაყვანა, რასაც ბოლო პერიოდია ამ კონკურსებით ვხედავთ. გიო ოქრო 15:47, 6 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]
Tet (კომპანია) — კიდევ ერთი მაგალითი. წინადადებების დიდი ნაწილი საერთოდ გაუგებარია. შემოტანილია მანქანური თარგმანით, დამუშავების გარეშე. ასეთი ყველა სტატია წასაშლელია. გიო ოქრო 15:55, 6 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

ზემოთ აღნიშნულში იგულისხმება წინადადებებს შორის კავშირების გამოყენება (წინადადებების ერთმანეთზე მიბმა) ორ ენაში.

მომავალში შევეცდები უფრო ყურადღებით ვწერო. არ მაქვს დიდი გამოცდილება. პირველად როდესაც დავიწყე სტატიების წერა, ახლად დაწერილ სტატიებში არ მქონდა მნიშვნელოვანი თარგები შემდეგ კი ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიმითითა შეცდომაზე და მასწავლა სწორი მუშაობა ამიტომ დამჭირდა +80 სტატიის დარედაქტირება. შეცდომას სჭირდება გამოსწორება. ზუსტად სტილის დაცვას და გამოსწორებას ვცდილობ ბოლო პერიოდია. იმედია მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდება. მადლობა შესწორებისთვის. შეიძლება სხვა სტატიაშიც მქონდეს მცირედი შეცდომა დაშვებული. ალექსანდრე ფოფხაძე განხილვაწვლილი 16:04, 6 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

თუკი გაასწორებთ, ეგ კარგია რა თქმა უნდა. უბრალოდ, ეს მცირე შეცდომა არ არის. არც ეს და არც სხვა სტატიებში. გაუგებარია ხშირად მთლიანი აბზაცის შინაარსი (მანქანურ თარჯიმანს რომ ვათარგმნინე ინგლისურიდან, ზუსტი დამთხვევა მომცა ერთ-ერთ სტატიასთან), ასე მუშაობა არ შეიძლება. ეს ავნებს უპირველესად ვიკიპედიას და არა ვინმეს პიროვნულად. გიო ოქრო 16:09, 6 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]

გიორგი გამარჯობა. სტატიის წერის დროს გადავედი წყაროს რედაქტირებაზე და შემდეგ ისევ უკან დავბრუნდი რა დროსაც ყველაფერი წაიშალა და აღდგენა არის შესაძლებელი? თითქმის დამთავრებული მქონდა უკვე სტატია... ალექსანდრე ფოფხაძე განხილვაწვლილი 13:51, 15 ივლისი 2021 (UTC)[უპასუხე]