განხილვა:ხუტია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუნიციპალიტეტი[წყაროს რედაქტირება]

მოკლედ, ეს სოფელი საჯარო რეესტრის საფუძველზე შედის 2014 წელს დარეგისტრირებული აჟარის მუნიციპალიტეტში, მანამდე კი გეოგრაფიული სახელების ლექსიკონში შედიოდა გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მანამდე კი გულრიფშის რაიონში. Surprizi განხილვაწვლილი 09:32, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ ეს აჟარის მუნიციპალიტეტი და ცხინვალის რეგიონის 3 თუ 4 მუნიციპალიტეტი არის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებიც დე ფაქტო უკვე აღარც არსებობს. ჩემი აზრით სტატიაში იყოს გულრიფშის მუნიციპალიტეტი და იქვე ფრჩხილებში მიეწეროს (აჟარის მუნიციპალიტეტი)--დათო1010 12:14, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
სავსებით გეთანხმებით. ჩემი აზრით საკმარისზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სამაჩაბლოში და აფხაზეთში ხელოვნურად შექმნილი ეს ე.წ. მუნიციპალიტეტები გაუქმებულიყო. მე არ ვიცი საერთოდ რისთვის შექმნეს ისინი. შეიძლება თავის დროზე მას გარკვეული დატვირთვა ჰქონდა ან ახლო მომავალში შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ რომ არ გამართლდა ხომ ყველა ხედავს. დღეისათვის მათი ხსენება პირადად მე ღიმილს მგვრის, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის სპეციალური რეგიონის (თუ რაღაც ამგვარის) ხსენებაზე მაგრად მეცინება. ეს ჩვენი მთავრობა რაზე ფიქრობს ვერ გამიგია (საერთოდ თუ ფიქრობს). ხომ ხედავენ, რომ ხალხს ეცინება, ადექი და გააუქმე რა, მოიმადლიერებ მაინც. აზერბაიჯანმა 30 წლის განმავლობაში ყარაბაღში ასეთი რაღაც-რუღაცეები შექმნა? მე არ გამიგია და რაღა ჩვენ ვიგონებთ სისულელეებს.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 19:04, 25 აპრილი 2024 (UTC)[უპასუხე]