განხილვა:შავი ხვრელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სალამი, დავსვი ლოკალური და ინტერვიკი ბმულები, კატეგორიის აღნიშვნა. კარგი სტატიაა, მაგრამ ერთი პატარა შენიშვნა მაქვს: ვიკიპედიის წესების თანახმად, სტატიის ბოლოში ავტორი არ მიეთითება, თუნდაც ეს თქვენი ორიგინალური სტატია იყოს. ავტორის შესახებ ჩნდება ავტომატური ჩანაწერი სტატიის ისტორიაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ.

- ავთანდილ

ვაი! ავტორს ან ვინმეს[წყაროს რედაქტირება]

სტატიის პირველი პუნქტი მცდარია. ეწინააღმდეგება ყველა არსებულ თეორიასა და ჰიპოთეზას, ნიუტონიდან დღემდე :) თანამედროვე შეხედულებები ამ ობიექტის წარმოშობაზე მოყვანილია სტატიაში - ვარსკვლავი --Dkvanch 21:43, 7 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]

პირველი პუნქტის გარდა, სხვაგანაც უამრავი შეცდომაა. მცდარი მოცემულობებია. ჰოკინგის რადიაცია არეულია აკრეციის დისკის გამოსხივებაში. დაშვებულია აფეთქების შესაძლებლობა და ა.შ. სასწრაფოდაა გასასწორებელი. --Dkvanch 21:48, 7 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]

იქნებ თქვენ თვითონ ჩაასწოროთ. არ მოგერიდოთ. - Island 09:26, 8 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]

საკმაოდ შეკრული სტატიაა. კარგადაც იკითხება. მე რომ ჩავასწორო, მერე შეიძლება წასაკითხად ასეთი კომფორტული აღარ იყოს. იქნებ ავტორმა თვითონ შეასწოროს, მგონი აჯობებს --Dkvanch 16:55, 8 აპრილი 2007 (UTC)[უპასუხე]

ხვრელი თუ ორმო[წყაროს რედაქტირება]

საინტერესოა, რომ ქსე-ს ტ 10, გვ. 673 შავ ორმოს სწერს და არა შავ ხვრელს. ხო, ევგენი ხარაძე აგებდა პასუხს ასტრონომიის ქსე-ს განყოფილებაზე, და არა მგონია ჟენიას შეცდომა დაეშვა. საინტერესო ისაა, რომ ამ სტატიაში არ არის მითებული ლიტერატურა, ამიტომ მე პირადად ეს სახელწოდება საეჭვოდ მიმაჩნია. და თუკი არსებობს მაგ., თანადროული სამეცნიერო წყაროები, სადაც ხვრელი წერია, დაე იყოს ბატონო აღნიშნული სახელწოდება. --Otogi განხილვაწვლილი 14:55, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

პირადად მე, „შავ ორმოში“ ვერანაირად ვერ მოვიფიქრბდი, თუ შავი ხვრელი იგულისხმებოდა. მე შავი ხვრელის სახელწოდებით ვიცნობ, თუმცა ეს ჩემი სუბიერტური შეხედულებაა.—G.G. 16:59, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ნამდვილად არ ვიცი რომელი უფროა მიღებული, მაგრამ მეც შავი ხვრელის სახელწოდებით უფრო ვიცნობ. ყოველ შემთხვევაში, დოკუმენტურ ფილმებში ასე თარგმნიან. – BruTe () 17:06, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ოთო, ევგენი ხარაძეს მე-11 კლასის ასტრონომიის სახელმძღვანელოში, საკმაოდ ძველ გამოცემაში, თუ არ ვცდები შავი ხვრელი უწერია. გადავამოწმებ. — მიხეილ (მომწერე) 17:09, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
პირადად მეც ხვრელის ფორმა მირჩევნია და მსენია კიდეც, მარა ლიტერატურა სხვას რომ ამტკიცებს აი პრობლემა. მე პირადად შევეცდები რომ ახალ ასტრონომიულ წიგნებში მოვიძიო ინფო. და მეც მინდა რომ მანდაც ხვრელი ეწეროს. თუკი გადაამოწმებ კარგი იქნება მიშა--Otogi განხილვაწვლილი 17:09, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
სკოლაში ვისწავლე მაგ წიგნით და ასე მახსოვს. თან ასტრონომიით ვიყავი (ისევაც ვარ) გატაცებული :) მოვძებნი მაგ წიგნს და ვნახავ :) — მიხეილ (მომწერე) 17:22, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

ჰო მეც მახსოვს ეგ წიგნივიღიმი. თუ მანდაც ხვრელი წერია დარჩეს ეს სახელწოდება--Otogi განხილვაწვლილი 17:24, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

სკოლის სახელმძღვანელოები??? ხვრელი 1. ნახვრეტი (მიწაში). ვიწრო და გრძელი სორო. გველის ხვრელი. 2. ვიწრო გვირაბი. გველის ხვრელში გაძვრება (საუბ.) — ბევრნაირ დაბრკოლებას გადალახავს. ყოველგვარ საშუალებას იხმარს (მიზნის მისაღწევად). ორმო მიწაში ამოთხრილი ამოღრმავებული ადგილი. ღრმა ორმო — სასილოსე ორმო. ორმოს უთრხის — ცუდ რასმე, დაღუპვას უპირებს. ქეგლ ტ. 2, გვ.796 და გვ. 1255, თბ., 1990. ჩემი აზრით ქსე-ეს უნდა დავეყრდნოთ. საინტერესოა თანადროული სამეცნიერო წყაროების შემქმნელებმა თუ იციან ორმოსა და ხვრელის განსხვავება?--ცანგალა () 18:45, 31 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]