განხილვა:ქობულეთი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქობულეთის პირველადი მნიშვნელობა ამ ქალაქისაა და ამიტომ ფრჩხილებში მიწერა არ არის მიზანშეწონილი. - ალ-ო / 18:47, 17 ივნისი 2007 (UTC)[უპასუხე]

აქ ერთმა დაურეგისტრირებელმა მომხმარებელმა ბათუმისა და სხალთის ეპარქია, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაზე გადაასწორა (თუმცა, ბმულს არ შეეხო), გასარკვევია, ეს ეპარქიები ერთიდაიგივეა, თუ სხვადასხვა --გიგა პასუხი 15:43, 11 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მგონი არა, [1], განსაკუთრებით ბოლო აბზაცებს დააკვირდი --ბრუტ () 16:17, 11 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 2008 წლის კალენდარში ასე წერია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია --ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 16:23, 11 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

აბა, სხალთა საიდან მოვიდა?:) --გიგა პასუხი 16:24, 11 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]


ვიკიციტატა
„1996 წლის ნოემბრიდან ბათუმისა და სხალთის ეპარქიას მართავს მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი).
2006 წლის 21 დეკემბერს წმ.სინოდის გადაწყვეტილებით შეიქმნა სხალთის ეპარქია და ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია.“

ასე რომ სხალთის ეპარქია 2006 წელს შეიქმნა, თუმცა არაა გამორიცხული 2008 წლისათვის იგი გაუქმდა ან სახელი შეეცვალა (ჯაბას მონაცემების მიხედვით) --ბრუტ () 16:31, 11 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

ესეც ნახეთ], მართალია ცოტა ძველია, მაგრამ მაინც. აქ ლაზეთის ეპარქია ცალკე არ არსებობს. არსებობს 1. ლაზეთის, ტაო–კლარჯეთისა და ახალციხის ეპარქია; და 2. ბათუმისა და სხალთის ეპარქია. — დათო პასუხი 16:44, 11 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

აი 2008 წლის მონაცემები (აქ აკლია დედოფლისწყაროს ეპარქია, რომელიც წელს ერთი თვის უკან გამოეყო ბოდბის ეპარქიას)--ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 16:50, 11 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

მართალი ხარ აქაც, ჩამონათვალში ასეა განმარტებული, ასე რომ მგონი ჯობია ანონიმური მომხმარებლის ცვლილება გავაუქმოთ --ბრუტ () 17:02, 11 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]
ანონიმური მომხმარებელი მართალია. ისტორია ასეთია: არსებობდა ბათუმისა და სხალთის ეპარქია, რომელიც მოიცავდა მთელ აჭარას. შემდეგ გაიყო ორად ბათუმ-ქობულეთის და სხალთის, იხილეთ პუნქტი 7 სინოდის ოქმი. რაც შეეხება ლაზეთს, თავიდან იყო ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქია. შემდეგ ლაზეთი მას გამოეყო და შეუერთდა ბათუმ-ქობულეთს და ახლა მას ეწოდება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია. საპატრიარქოს საიტზე ზოგან დარჩენილია სახელი ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია, მაგრამ მეუფის წოდებაში ყველგან წერია "მიტროოპოლიტი ბათუმისა და ლაზეთისა". ასე რომ მომხმარებლის რედაქტირება სწორია. --გრიგოლ 19:26, 11 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

აქ ერთმა დაურეგისტრირებელმა მომხმარებელმა ბათუმისა და სხალთის ეპარქია, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაზე გადაასწორა (თუმცა, ბმულს არ შეეხო) - და სწორადაც მოიქცა მე ბმულიც შევასწორე. სრულიად ვეთანხმები გრიგოლს. --ჯაბა ლაბაძე (აქ მკითხე) 19:29, 11 სექტემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]