განხილვა:ქებათა ქება ნიკორწმინდას

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩემი აზრით ქვეთავი განხილვა წასაშლელია.--ცანგალა () 08:43, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--ცანგალა () 08:59, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვგრძნობ, არის კიდევ სტატიები, სადაც ასეთი კვლევები ეწერება. --H.McC. (მომწერეთ) 09:00, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

სტატიის ისტორიის მიხედვით აღმოჩნდა, რომ საკონკურსო იყო (დიოგენე/საკონკურსო/20110209130015/ნიკორწმინდა). ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით?--ცანგალა () 09:05, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
რატომ წაშალეთ, ვერ მესმის მე. ორიგინალური კვლევა? სანდო წყაროები მითითებული იყო ყოველი წინადადებისა თუ აბზაცის ბოლოს. აუცილებელია, მიეწეროს, რომ „ნოდარ გრიგალაშვილის აზრით...“ წყაროში ხომ ისედაც ჩანს, საიდან არის. სხვათაშორის, სწორედაც რომ საკონკურსო იყო და იქ გარკვეული კრიტერიუმები იყო... დიოგენემაც სწორედ სტატია იმ სახით მოიწონა, რომელიც იყო. მაგრამ შევეშვათ ამას. თუ ზოგადად მითითებულ ლიტერატურას თვლით არასანდოდ, მაშინ მთლიანი სტატიაა წასაშლელი.— G.G. 09:55, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
პირადად მე მიმაჩნია, რომ არანაირმა კონკურსმა არ უნდა დაარღვიოს ვიკიპედიის და ზოგადად ენციკლოპედიის პრინციპები. ორიგინალური კვლევების ადგილი, მგონი აქ არაა, რა წყაროც არ უნდა მიეთითოს. მაშინ შეიქმნას სხვა სახელთა სივრცეში. --მიხეილ მიწერა 09:59, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ანუ საკონკურსო იყო და არავიკიპედიური ენით ეწერა? ისე კი მახსოვს, რომ ზოგადად, ბევრი სტატია, დაწერილი კონკურსის ფარგლებში, არავიკიპედიურ შინაარსსაც შეიცავდა. უბრალოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ - მსგავსი შინაარსი რომელ წესს დავუქვემდებაროთ და ეგაა. ცუდად კი არ ეწერა. --H.McC. (მომწერეთ) 10:01, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჰენრი, საქმე შინაარსთან გვაქვს აქ, ენასთან კი არა.
კარგი იქნება, თუ შეიქმნება დახმარების გვერდი სახელწოდებით „განხილვა:ქებათა ქება ნიკორწმინდას“ და აქ სექციაში იხილეთ აგრეთვე მიეთითება ბმულის სახით.— G.G. 10:11, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]
ალბათ საკონკურსო თემები ენციკლოპედიაში არ უნდა ჩანდეს. ენციკლოპედიაში უნდა ჩანდეს ის რაც ენციკლოპედიას ეხება. თუ არ ვცდები მაშინ იყო საუბარი, რომ სტატიები ენციკლოპედიურ ენაზე უნდა გადაკეთებულიყო. --ცანგალა () 14:23, 5 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]