განხილვა:ტრაპიზონი
რატომ 'ტრაბზონი' და არა 'ტრაპიზონი'? თურქულ 'ტრაბზონ'–ს შეჩვეულები რომ ხმარობენ, იმიტომ? ქსე–ს თაყვანისმცემელთათვის: მანდაც სწორედ 'ტრაპიზონი'–დ არის აღნიშნული და ოდენ გვერდითაა მიწერილი 'ტრაბზონი/ტრაპეზუნტი'. ან ეს 'ცენზი' რაღა უბედურებაა? census? :) აღწერა ჰქვია მაგას ქართულად! --Otsoa 19:27, 21 სექტემბერი 2009 (UTC)
- კარგია რომ შეამჩნიეთ - ტრაპიზონი, ტრაბზონი, ტრაპეზუნტი - ქსე, ტ. 10, გვ.40, თბ., 1986--ცანგალა (გ) 20:00, 21 სექტემბერი 2009 (UTC)
ხოხ! :) და ცენზი?--Otsoa 20:11, 21 სექტემბერი 2009 (UTC)
ცენზი–ზე პასუხი არაა! მეორე, – გვერდით, ქალაქის შესახებ მონაცემებში უზუსტობაა, კერძოდ ფართობი 4,685 კმ² – ეს არის ტრაპიზონის ვილაიეთის ფართობი და არა ქალაქ ტრაპიზონისა. არადა, სტატია ქალაქზეა. კიდევ, ჯერჯერობით, ამ ქალაქის აღმნიშვნელი ქართულში ტრაპიზონი–ა და არა თურქიზებული ფორმა ტრაბზონი, რომელსაც მანდ ნამყოფი ქართველი ტურისტებისა და უცნაური ჟურნალისტების მეტი არავინ ხმარობს!--Otsoa 15:05, 22 სექტემბერი 2009 (UTC)
სათაური
[წყაროს რედაქტირება]როცა სათაური ტრაპიზონი თავისუფალია, რატომ აქვს ამ სტატიას ფრჩხილები? --ჯაბა ლაბა 20:45, 5 თებერვალი 2012 (UTC)
- ვეთანხმები ჯაბას. --მიხეილ (მიწერა) 12:57, 6 თებერვალი 2012 (UTC)
- რა თქმა უნდა. – BruTe (გ) 13:03, 6 თებერვალი 2012 (UTC)
- გეთანხმებით და გაკეთდა. Deu. 13:19, 6 თებერვალი 2012 (UTC)
- რა თქმა უნდა. – BruTe (გ) 13:03, 6 თებერვალი 2012 (UTC)
სომხური ტაძრები
[წყაროს რედაქტირება]– სტატიაში სომხურ ტაძრებად ნახსენებ წმ. ანასა და "სომხური დიდი ეკლესია წმინდა ბასილის სახელობისა"-ზე არსად სპეც. ლიტერატურაში ცნობები არაა მათ სომხურობაზე. არც ამ სტატიაშია მითითებული, თუ რა წყაროებს ეყრდნობა ავტორი. ქართული ვიკიპედია, მგონი, პირველია, რომელიც მათ სომხურობაზე წერს. ისე, ტექსტის ენას ეტყობა, რომ არაქართველის ნაწერია. :)— Abkhazian1 განხილვაწვლილი 12:14, 5 ივნისი 2015 (UTC)