განხილვა:ტბეთის მონასტერი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (18 ივნისი, 2011).

„“"კულტურის კერა, რელიგიური ცენტრი შუა საუკუნეების საქართველოში" – ქსე–ს საბჭოთა აზროვნების სტილი. რას ჰქვია კულტურის კერა, რელიგიური ცენტრი? ტბეთი იყო მონასტერი და ასევე უნდა ეწეროს. ქსე–დან შეიძლება მხოლოდ მშრალი ფაქტების გადმოტანა, მაგრამ არა ბრმად გადმოწერა.--Zolokin განხილვაწვლილი 09:37, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

უპირველესად რომ მონასტერი იყო სადაო არაა, მაგრამ რა პრობლემას ხედავთ „კულტურის კერაში“, ან „რელიგიურ ცენტრში“?! — Rastrelli F 10:45, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მგონი გასაგებად დავწერე რა პრობლემასაც ვხედავ. ეს არის საბჭოთა ტერმინოლოგია (Культурный очаг, Религиозный центр). მანახეთ სადმე, თუნდაც ერთი, ინგლისურ, ან რომელიმე ევროპულ ენაზე (არასოციალისტურ გარემოში) დაწერილი სტატია, სადაც შუასაუკუნეების ქრისტიანულ მონასტერზე "მონასტერი" კი არ ეწერება, არამედ "კულტურის კერა", ან "რელიგიური ცენტრი". ქართული ვიკიპედიისთვის კი პრობლემას ვხედავ იმაში, რომ უცერემონიოდ ვიწერთ სტატიებს ქსე–დან და აქაც ვამკვიდრებთ საბჭოთა ტერმინოლოგიას და აზროვნების სტილს. --Zolokin განხილვაწვლილი 11:41, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გასაგები რომ არ იყო, იმიტომაც ვიკითხე და სამწუხაროდ კვლავ მხოლოდ იმით შემოიფარგლეთ, რომ „საბჭოურიაო“ თქვით. მონასტერი გამორიცხულია რომ ყოფილიყო კულუტის კერა, მით უფრო რელიგიური ცენტრი?! თქვენი ნათქვამიდან მხოლოდ ის იკითხება, რომ საბჭოური არ მოგწონთ. R. 11:53, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
რაც შეეხება „უცერემონიო გადმოტანას“, მომხმარბელმა შეასრულა უდიდესი რუტინული სამუშაო, თუნდაც გაგებული როგორც ქსე-ს გადმოტანის ვიკიპედიაში (ასობით სტატია) და საბედნიეროდ ვიკიპედია იძლევა იმის საშუალებას, რომ თქვენნაირი მომხმარებლები შემოვიდნენ შემდგომ და შეასწორონ სტილი, ორთოგრაფია და ა. შ. პატივისცემით R. 12:00, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ჩამოაყალიბეთ ენციკლოპედიური (სასურველია ლაკონური და არაორაზროვანი) განმარტება: 1. რა არის "კულტურის კერა" და 2. რა არის "რელიგიური ცენტრი" და ამის შემდეგ სიამოვნებით გეტყვით ჩემ აზრს, შეიძლება ეს განმარტება მიესადაგოს თუ არა შუასაუკუნების ქრისტიანულ მონასტერს. მე, პირადად, არ მესმის რა არის კულუტის კერა, რელიგიური ცენტრი. --Zolokin განხილვაწვლილი 12:03, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ქსე–დან გადმოტანის შესახებ: ბევრს და უხარისხოს ნამდვილად მირჩევნია ცოტა და ხარისხიანი. ესეც საბჭოთა სტილია, გეგმა შესასრულებელი არავის აქვს. ქართული ვიკიპედიის 42 ათასი სტატიიდან ხომ ვერ მეტყვით, რამდენია უხარისხო?--Zolokin განხილვაწვლილი 12:07, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

1. კი ბატონო, მხოლოდ მე ჯერ წყაროებს მოვიძიებ. სამწუხაროა, რომ თქვენ ცვლილებები შიეტანეთ წყაროს გარეშე (ალბათ, რადგან შემგომ დაწერილი ამას მოწმობს): მე, პირადად, არ მესმის რა არის კულუტის კერა, რელიგიური ცენტრიო. ზოგადად, ქსე - საბჭოურია, თუ ნაცისტურია, წყაროა. სხვას შეიძლება წყარო არ ქონდეს, რომელია უფრო ცუდ მგდომარეობაში, როცა მკითხველმა ის მაინც იცის რომ ქსედანაა, და სხვაზე წარმოდგენაც არ აქვს, საიდანაა?! იმედია სწორად მიმიხვდებით. 2. თქვენ შეიძლება გირჩევნიათ, მაგრამ ნუ გავიწყდებათ ვიკიპედია - მისი მუშაობის პრინციპი: ვიღაც დაწერს ერთ წინადადებას, ვიღაც მიუწერს მეორეს და წყაროს, მესამე თარგებს ჩასვამს, კატეგორიებს და ა. შ. ამ შემთხვევაშიც ასეა, თქვენ ან კიდევ სხვა, რას შეასწორებდით, ტბეთი ქსედან რომ არ გამოეტანათ აქ?! ვიღიმი R. 12:23, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
ვისაც გაუჩნდება სურვილი, შეიაროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მრავალი წყარო გამოიწეროს ;)--გიორგი, 12:40, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებელ Rastrelli–ს პასუხად

  • სხვათა შორის, სტატიის წყარო მითითებული არ არის დღემდე (მითითებული ბმული არ არის წყარო. ნუ გადმოწერთ ტექსტს აქ სხვა ვებსაიტიდან : პატივი ეცით საავტორო უფლებებს; მიუთითეთ თქვენს ინფორმაციას გადამოწმებადი წყაროები : გადამოწმებადობა ). ასე რომ მკითხველმა სულაც არ იცის და წარმოდგენაც არ აქვს ეს სტატია ქსე–დან არის თუ ბრკოჰაუზ–ეფრონიდან
  • მე რა წყარო უნდა დამესახელებინა ჩემი ცვლილებისას? ტბეთი რომ მონასტერია ამას წყაროს მითითება სჭირდება?
  • მე ასე მესმის, რომ ადამიანი, როდესაც რამეს აკეთებს, მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ კარგად გააკეთოს. იდეალური არაფერია ამქვეყნად, მაგრამ საქმის "მიფუჩეჩება" იმ იმედით, რომ მას სხვა დაამთავრებს, არაეთიკურია. თუ არ იცი, იმ საქმეს ხელიც არ უნდა მოკიდო. სადმე იზომება ვიკიპედიის სანდოობა და, კერძოდ, ქართული ვიკიპედიის? თუ კი, ხომ არ შეგიდარებიათ სხვაენოვანი ვიკიპედიების სანდოობის ხარისხთან?

--Zolokin განხილვაწვლილი 12:45, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ანუ ის, რომ ადამიანმა უბრალოდ რუტინული შრომა შეასრულა (საკმაოდ დიდი მოცულობის) და არ ჩაუღრმავდა საბჭოურ ქვეტექსტებს, მან მიაფუჩეჩა სამუშაო ვიკიპედიაში?! წყარო ჭირდება იმას, რომ მონასტერი არ არის კულტურის კერა და რელიგიური ცენტრი! მე აღარ ვაპირებ თქვენთან დისკუსიის გაგრძელებას, გისურვებთ წარმატებებს. R. 13:02, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ისე, წყარო სტატიიაში შეტანილ ინფორმაციას ჭირდება. მასში დაეჭვება სრულიად ნორმალურია. --გიორგი, 13:04, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად კარგია თუ დისკუსიას აღარ გააგრძელებთ. მაგრამ, როგორც გთხოვეთ, მოიწერეთ თქვენეული ან ვისიც გნებავთ (ავტორიტეტული) დეფინიცია კულტურული კერისა და რელიგიური ცენტრის. თქვენც წარმატებებს გისურვებთ. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 13:16, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

რაც მოვასწარი დავწერე :) თუ ვინმეს სურს, გთხოვთ შეასწოროთ :)--გიორგი, 13:22, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, ძველი ინფორმაცია რატომ წაშალე? — Rastrelli F 13:29, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
ავტორიტეტული წყარო? [1]--გიორგი, 19:05, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
მეხუმრები?! ის ინფორმაცია იყო ქსე-დან, ეხლავე დააბრუნე გთხოვ. მე მივუთითებ წყაროსაც. R. 19:12, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
არ ხსენებადი პრობლემა დაგავიწყდა? მართალია, არ ვახსენებთ, მაგრამ მისი დავიწყებაც არ შეიძლება. პ.ს. ძალიან გთხოვ, ამ გვერდზე არ ვიდავოთ. თუ გინდა, ჩვენ განხილვის გვერდებზე განვიხილოთ ეს საკითხი.--გიორგი, 19:15, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
ან ეხლავე აღადგენ, ან არა და ყველა ქსე-დან შემოტანილ სტატიას დაუვლი! - მოგეწონებოდა ასეთი პასუხი? არა, რა თქმა უნდა! ჰო და, ცოტა მეტი კორექტულობა გამოიჩინე, ის ჩანაწერი არის ჩემი აზრი არც მეტი არც ნაკლები! წყარო გაქვს, რომ მასალა დაცულია საავტორო უფლებით? პ. ს. საკითხი საჯაროა და პირად განხილვის სივრცეში გადატანა არასწორია. R. 19:29, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
სწორედ პირველი კომენტარის გამო თავს ვიკავებ. ყველაფერი ასეთი ერთგვაროვანი არ არის... თუ ასე პრინციპულია, დააბრუნე ის ინფორმაცია. ჩემგან წინააღმდეგობა არ იქნება. (წინააღმდეგობამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა ქართული ვიკიპედიისთვის - რაც ნამდვილად არ მინდა).--გიორგი, 19:41, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
„პირველი კომენტარი“ იყო მხოლოდ შესაძლებელი ვარიანტი პასუხისა შენს არაკორექტულ პასუხზე. პრინციპულობა ამ შემთხვევაში ეხება მხოლოდ ერთს - წყაროს მითითებას (რასაც შენც ასე აქტიურად იცავ!) და შენი პოზიცია : „...დააბრუნე ის ინფორმაცია. ჩემგან წინააღმდეგობა არ იქნება. (წინააღმდეგობამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა ქართული ვიკიპედიისთვის - რაც ნამდვილად არ მინდა).“ - არის აბსოლუტურად მიუღებელი. გთხოვ, სხვა დროს ნუ ჩაერევი ამგვარ განხილვაში, თუ არ ხარ დარწმუნებული და გაქვს არგუმენტირებული შენი პოზიცია. R. 19:52, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]
მაქვს. მაგრამ არ ვიტყვი გარკვეული მიზეზების გამო. მე აღარაფერს აღარ ვიტყვი ამ განხილვაში. --გიორგი, 19:55, 30 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ძალიან დამავალებ, რადგან აქაც გამეორდა ის, რაც გააკეთე ძველი თბილისის სტატიაში და განხილვაში:«გაკეთდა. ყველაა კმაყოფილი?(გიორგი 12:15, 26 ივლისი 2010 (UTC))» - რა მიმართვაა ეს, გეგონება პატარა ბავშვები დატუქსაო?! სურათის ჩასმა არ ვიცოდი მე, ან Zolokin-მა, თუ როგორაა საქმე? აქ კიდევ: «ვისაც გაუჩნდება სურვილი, შეიაროს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და მრავალი წყარო გამოიწეროს ;)(გიორგი, 12:40, 30 ივლისი 2010 (UTC))», მეტი რომ არც გავაგრძელო, ესეც საკმარისია. ეს ყველაფერი არის არაკორექტული სულ მცირე (იგივეს გაკეთება თავაზიანადაც შეიძლებოდა) და ამან გამოიწვია ჩემი გაღიზიანება. ბოდიში ჩემი მხრიდან თუ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე და იმედია აღარ განმეორდება. — Rastrelli F 08:27, 31 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]


თქვენ ზემოთ ტბეთი შემახსენეთ, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თქვით, ამ თემაზე დისკუსიის გაგრძელებას აღარ აპირებდით. სხვათა შორის, თქვენ არ უპასუხეთ ჩემ მთავარ თხოვნას, რომ მოგეცათ მოკლე, ენციკლოპედიური დეფინიცია: რას ნიშნავს "კულტურის კერა" და "რელიგიური ცენტრი". ველი პასუხს შესაბამის გვერდზე. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 08:50, 3 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

პასუხი თქვენ თხოვნაზე იყო: „წყარო ჭირდება იმას, რომ მონასტერი არ არის კულტურის კერა და რელიგიური ცენტრი!“, ხოლო რატომ უნდა მოიტანოთ ჯერ თქვენ წყარო და მერე მე, ამის პასუხი კი ზემოთაა - თქვენ აყენებთ ეჭქვეშ საკითხს და არა მე. თუმცა წყაროს მოძიების შემდეგ, აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემ აზრს მონასტრის საკითხზე. R. 09:46, 3 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

იმიტომ ვაყენებ ეჭვქვეშ, რომ მე ვერსად ვნახე განმარტება, რა არის კულტურის კერა და რელიგიური ცენტრი. მონასტრის განმარტებები კი არსებობს. ამიტომ მონასტერზე წყაროებს უამრავს მიგითითებთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მიგითითებთ წყაროს კულტურის კერასა და რელიგიური ცენტრის განმარტებაზე. ამიტომ, რადგან ეს ორი არის გაურკვეველი ხასიათის ტერმინი, ისინი ამოვიღე და მათ ნაცვლად ჩავსვი ყველასთვის გასაგები და კონკრეტული ტერმინი მონასტერი. ამიტომაც მოგმართეთ თხოვნით , მომეცით ჩემ მიერ წაშლილი იმ ორი ტერმინის განმარტება და მე ბოდიშის მოხდით მათ უკან დავაბრუნებ. სიტუაცია, მგონი, სრულიად ნათელია. ახლა მივმართავ საკითხის უტრირების მეთოდს, რათა კიდევ უფრო ნათელი გახდეს: ვიღაცას რომ დაეწერა, მაგ., რომ მონასტერი არის აბდა–უბდა. მე მივიდოდი და ამოვიღებდი "აბდა–უბდას". თქვენ კი (ან სხვა ვინმე) დამიწყებდით კამათს, რომ დაამტკიცე, წყარო მოიყვანე, რომ მონასტერი არ არის აბდა–უბდა და მერე წაშალეო. ლოგიკური იქნებოდა ასეთი მიდგომა? --Zolokin განხილვაწვლილი 10:01, 3 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

უტრირებით დაამახინჯეთ საკითხი, თუმცა უტრირებულადვე: ის რომ აბდა-უბდაა თქვენ გადაწყვიტეთ. ვიმეორებ არსებობს თარგი {{ფაქტი}}, მიუწერეთ იმათ, რაც სადაო „აბდა-უბდაა“, სანამ ამოიღებდეთ, მით უფრო როცა ვერ ამტკიცებთ, რომ „აბდა-უბდაა“. ვიღიმი ეს იქნებოდა სწორი მიდგომა ტბეთის სტატიაში: ჩაგეწერათ მონასტერი პირველ ადგილზე, ხოლო კულტურის კერასთვის და რელიგიური ცენტრისთვის დაგესვათ აღნიშნული თარგი. R. 10:43, 3 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ასეთ საკითხებში (თარგები) თქვენ მეტი გამოცდილება გაქვთ. ამიტომ ვტოვებ თქვენს სურვილზე. ... მაგრამ მაინც არ ამიხსენით, რა იგულისხმება კულტურის კერაში და რელიგიურ ცენტრში. ... მე მესმის თქვენი, ვერც ამიხსნით, იმიტომ რომ ეს მართლაც საბჭოთა აბდა–უბდაა, რითაც სავსეა თქვენი წყარო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში – ქსე. თქვენც კარგად ხვდებით ამას და მაინც იხტიბარს არ იტეხთ და არ გინდათ თქვათ, რომ ტბეთი არის მონასტერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში, სხვა საკითხებთან ერთად, ხელოვნებაზეც ზრუნავდნენ, მაგრამ მისი უპირველესი დანიშნულება სულებზე ზრუნვა იყო. ასე ყველა მონასტერს შეიძლება მივუწეროთ – კულტურის კერა და რელიგიური ცენტრი. აბა, ჩამოყევით და ყველა სტატია, რომელიც ამა თუ იმ მონასტერს ეხება, ასე შეასწორეთ და მიხვდებით, რომ ეს უაზრობაა. არამარტო არგუმენტების მოხმობა უნდა შეგეძლოთ, არამედ სხვისი არგუმენტების გაზიარებაც, როდესაც ხედავთ, რომ სათქმელი აღარაფერია. რომელიმე ძეგლის სახელს რომ მიუწერთ – მონასტერი, იქვე უნდა გაუკეთდეს ბმული შესაბამის სტატიაზე და მკითხველისთვის სრულიად გასაგები იქნება, რა იგულისხმება ამ სიტყვაში, კულტურის კერა თუ კონფლიქტის კერა, რელიგიური ცენტრი, თუ სპორტული ცენტრი. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 12:56, 3 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

თქვენი კომენტარის ერთ ნაწილზე არ გიპასუხებთ შეგნებულად. ცილს ნუ მწამებთ! მე დაგეთანხმეთ, რომ უპირველესად მონასტერია-მეთქი. ის რომ მე არ გიპასუხეთ დანარჩენზე, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თავს ვიკავებ ჩემი აზრი დასაბუთების გარეშე ვთქვა და მეტი არაფერი (თქვენგან განსხვავებით). სულ მცირე ის მაინც თუ იცით, რომ უნივერსიტეტები მონასტრებიდან წარმოიშვა ევროპაში, მონასტრის კულტურის კერობაზე აღარ უნდა იდაოთ, აღარაფერს ვამბობ მონასტრი რელიგურ ცენტრობაზე(კიდევ ვიმეორებ მე წყარო არ მაქვს ჯერ ხელთ)?! ის რომ მონასტერი ამოიღეს ქსე-ს სტატიაში პირველადი მნიშვნელობიდან, აქ მესმის საბჭოური მიდგომა, მაგრამ დანარჩენი არის თითიდან გამოწოვილი პრობლემები და ხელაღებით მიადგე დასაბუთების გარეშე, არის სწორედ საბჭოური! R. 19:13, 3 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად არ მესმის, ცილი რაში დაგწამეთ. ეს დისკუსია უკვე უსაგნო ხდება. დისკუსიამ სარგებელი უნდა მოუტანოს მონაწილე მხარეებს და სხვებსაც. სწორედ ამიტომ უკვე მერამდენედ გთხოვთ, სადმე დამისახელოთ წყარო, სადაც განმარტებული იქნება კულტურის კერისა და რელიგიური ცენტრის მნიშვნელობა. ამაზე პასუხს არ მცემთ, თუმცა, თუ მიპოვიდით ამგვარ წყაროს და დამარწმუნებდით, ეს ყველასთვის იქნებოდა სასარგებლო. თუ ვერ იპოვით მსგავს განმარტებას და დარწმუნდებოდით ჩემი პოზიციის სიმართლეში, ესეც ტველასთვის იქნებოდა სასარგებლო. ორივე შემთხვევაში გვექნებოდა დადებითი შედეგი. თუ ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, გთხოვთ, ნუღარ გავაგრძელებთ დისკუსიას, რომელიც, კიდევ ვიმეორებ, უსაგნო ხდება.

თავს ვიკავებ ჩემი აზრი დასაბუთების გარეშე ვთქვა – ეს ისე უნდა გავიგო, რომ საბუთი არ გაქვთ? თუ დრო გჭირდებათ ამისთვის? --Zolokin განხილვაწვლილი 19:31, 3 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

კულტურის კერა – წყარო[წყაროს რედაქტირება]

ბ–ნო Rastrelli, იხილეთ წყარო იმის დამადასტურებელი, რომ კულტურის კერა არის წმინდად საბჭოთა იდეოლოგიური ტერმინოლოგიის ლექსიკონიდან:

Красный уголок

Красный уголок (также «Очаг культуры»[1]) — помещение, часть помещения или специальная конструкция (стенд), в каком-либо предприятии или учреждении, отведённые под нужды агитации и политического просвещения. 1. Хевеши М.А. Толковый словарь идеологических и политических терминов советского периода. — М.: Междунар. отношения, 2002. — С. 63,96. — 158 с. — ISBN 5-7133-1147-3

ეს არის ბმული

გავაგრძელოთ დისკუსია ყავახანაში თუ ეს საკმარისია? გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი მასალა დამიგროვდა. თუმცა ვნანობ, რომ ამ სისულელეზე (Очаг культуры) ამდენი დრო დამაკარგვინეთ, მაგრამ, ვინ იცის, შესაძლოა ღირდა კიდეც. --Zolokin განხილვაწვლილი 23:16, 3 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

სახელწოდების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ტბეთის მონასტერი ხომ არა? — ჯაბა ლაბაძე () 18:40, 9 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

მონასტრის სახელს სხვა მნიშვნელობა თუ არა აქვს (მაგალითად სოფლის სახელი), მაშინ საჭირო არაა მონასტერი ეწეროს სათაურში (მაგ. ხანძთა), მაგრამ თუკი სხვა მნიშვნელობებიც აქვს, როგორც ახლა ტბეთს, მაშინ ნათესაობითის ფორმით დავწეროთ ხოლმე, ანუ – ტბეთის მონასტერი. (იხ. ასევე განხილვა:ნიკორწმინდა (ტაძარი). — დავით პასუხი 05:42, 10 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
იხ. ტბეთი. — ჯაბა ლაბაძე () 06:17, 10 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰო, ბევრი მნიშვნელობა აქვს, ე. ი. უნდა გადავიტანოთ. — დავით პასუხი 06:29, 10 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდაჯაბა ლაბაძე () 06:39, 10 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

Gamarjobat qvela,

Article of Tbeti Monastery has no version in English Wikipedia. Can someone please translate this, for English Wiki?

Thanks Rime (განხილვა/წვლილი) 09:01, 17 ივნისი 2023 (UTC)[უპასუხე]