განხილვა:ტასმანიის შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Coat of Arms of Australia.svg
ეს სტატია გაუმჯობესდა „ავსტრალიის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

რათ უნდა ამას (შტატი) თუ ცალკე კუნძულზე სტატას არ დავწერთ? მე მგონი ერთი სტატია უნდა იყოს. გადამისამართებაც არ იყო და შევქმენი "ტასმანია"... - ალ-ო    Nuvola apps ktip.png @ 07:31, 24 ნოემბერი 2007 (UTC)

კი ნამდვილად ერთი სტატია უნდა იყოს ტასმანია და შტატი ცალკე აღარ სჭირდება--დათო_დათო Rotating earth (Very small).gif 17:59, 6 დეკემბერი 2009 (UTC)
გეთანხმებით 5 წლის დაგვიანებით. გადავიტანოთ ტასმანიაზე. — G.G. 14:27, 31 მაისი 2014 (UTC)
მე კიდევ ეხლა ვფიქრობ, რომ ორი სტატია უნდა იყოს ვიკრიჭები რადგან ერთია კუნძული ტასმანია, ხოლო მეორე ტასმანიის შტატი რომელიც კუნძულ ტასმანიის გარდა კიდევ რამდენიმე კუნძულს მოიცავს--დათო1010 Regional Emblem of Hong Kong.svg 15:07, 8 ივნისი 2014 (UTC)
ეს დაახლოებით იგივეა, რაც კუნძული კუბა და კუბის რესპუბლიკა. ტასმანია როგორც კუნძული თავის კუნძულებთან ერთად შტატია. ინგლისურ და რუსულ ვიკიპედიებში არის ცალკე სტატიები მათზე ?. ჩემი აზრით, აჯობებს დიდი ვიკიპედიების მიხედვით გავაკეთოდ. - ოთოჯი განხილვა 17:21, 8 ივნისი 2014 (UTC)
მეც ინგლისურ და რუსულ ვიკიპედიაში რომ ვერ ვნახე სტატია კუნძულზე, მაგიტომ დავაფიქსირე ასეთი აზრი. ინგლისურში საერთოდ ვერ ვნახე, ასეთი განსაზღვრებაც კი უწერიათ: „Tasmania is an island state within the Commonwealth of Australia.“, ხოლო რუსულში გადამისამართებაა შტატზე. მართალია, ჩემთვის მოდელი არც ერთი ვიკიპედია არაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ოთოს აზრს ვიზიარებ. — G.G. 20:23, 8 ივნისი 2014 (UTC)
კი მაგრამ სამ კუნძულს ერთი კუნძულის სახელში ხომ ვერ გავაერთიანებთ?--დათო1010 Regional Emblem of Hong Kong.svg 20:54, 8 ივნისი 2014 (UTC)
უნდა იყოს ცალ-ცალკე სტატიები. — Mikheil მიწერა 21:01, 8 ივნისი 2014 (UTC)

მეც მგონია რომ ორი სტატია უნდა იყოს. --JABA 1977 03:51, 9 ივნისი 2014 (UTC)

კი ბატონო, თუ დაწერთ, კარგს იზამთ :) — G.G. 08:40, 9 ივნისი 2014 (UTC)
ცალ-ცალკე სტატიების იდეას ვემხრობი--შოთა [UT] 08:43, 9 ივნისი 2014 (UTC)
ნებისმიერ შემთხვევაში გადასატანია, რადგან 1) არ ვიცით, როდის დაიწერება სტატია კუნძულზე და 2) მოეხსნება ფრჩხილები, ამის მიზანი კი ყველას კარგად მოგეხსენაბათ: ყოველთვის შტატი უფრო მნიშვნელოვანი და გამოყენებადი დარჩება, ვიდრე სტატია კუნძულზე, და დაე, მას მიეწეროს ფრჩხილებში (კუნძული). თუ ვცდები, ესეც მითხარით.
პ.ს. ვიბოდიალე ინტერნეტში და მხოლოდ იტალიურ ვიკიპედიაში წავაწყდი ცალ-ცალკე სტატიებს: it:Tasmania ეს შტატზე და it:Tasmania (isola) ეს კუნძულზე. ვიღიმი მაგრამ, სამწუხაროდ კუნძულზე სტატიას წყაროები არ ახლავს. — G.G. 09:35, 9 ივნისი 2014 (UTC)
ჩემი აზრით ამ სტატიის სახელი უცვლელად უნდა დარჩეს ხოლო სახელი ტასმანია ფრჩხილების გარეშე კუნძულზე უნდა შეიქმნას, ვინაიდან შტატს სახელი კუნძულიდან გამომდინარე ეწოდა--დათო1010 Regional Emblem of Hong Kong.svg 18:31, 9 ივნისი 2014 (UTC)
ჩემი სუბიექტური აზრით კი მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ახლა, გადახედეთ თუნდაც სხვა ვიკიპედიებს. ორის გარდა ყველა უფრჩხილებო ვარიანტს ანიჭებს უპირატესობას. მე აქ დავამთავრე. — G.G. 20:01, 9 ივნისი 2014 (UTC)