განხილვა:სპარსეთის ყურის ომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search


კი მაგრამ თავდაპირველი ინფორმაცია საერთოდ რატომ წაშალეთ? ვინ უწოდებს ირან-ერაყის ომს სპარსეთის ყურის პირველ ომს? გერმანელები? არა მგონია ქართულად ასე იყოს. აღა-მაჰმად ხანის დროინდელი ომები რომელი იყო? თავდაპირველი ინოფრმაცია 1991 წლის ომზე აღსადგენია რაიმე ფორმით მაინც. - ალ-ო () 17:39, 21 ოქტომბერი 2006 (UTC)

ალბათ, ჯერ გადამისამართება უნდა გაეკეთებინა გიორგის და შემდეგ უნდა შეევსო. იმედია შეასწორებს.Zangala 17:57, 21 ოქტომბერი 2006 (UTC)

სპარსეთის ყურეში ბოლო 30 წლის მანძილზე მიმდინარე ომები არ ყოფილა მარტო 2 (!) სახელმწიფოს შორის კონფლიქტი. პირდაპირ თუ ირიბად ომში სხვა სახ-ფოების ძალებიც იღბდნენ მონაწილეობას. ისევე როგორც "ვიეტნამის ომი" არ იყო მარტო ვიეტნამის და აშშ-ის ომი. ისტორიოგრაფიაში ეს ომი ასე ცნობილია როგორც "ინდოჩინეთის მეორე ომი". გერმანულენოვან სფეროში ირან-ერაყის ომი "სპარსეთის ყურის პირველი ომის" სახელითაა ცნობილი. ანგლო-ამერიკულში არა და ამას თავისი მიზეზი აქვს. აშშ დღემდე აცხადებს რომ ამ კონფლიქტში მას მოაწილეობა არ მიუღია !, აქედან გამომდინარე აშშ-ში ეს კონფლიქტი "ლოკალურ" კონფლიქტადაა მონათლული. ხოლო მებრძოლ მხარეს იარაღს აქტიურად მიყიდი, ინფორმაციას მიაწოდებ თუ 500 ჯარისკაცს გაუგზავნი ტუშონკების საწყობების საყარაულოდ (როგორც ამას საქართველო აკეთებს) ომში ჩარევაა.
მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამ სამივე კონფლიქტზე სტატიებს ვწერ. დავამტავრებ და შესაბამის გადამისამართბებსაც გავაკეთებ და სხვა იუზერები ადვილად მიაგნებენ საძიებელ ინფოს. გიორგი მარუაშვილი 15:33, 23 ოქტომბერი 2006 (UTC)
ამ ლოგიკით მაშინ მრავალი ომის სახელი იქნება შესაცვლელი, რასაც ჩვენ თავზე ვერ ავიღებთ. ირან-ერაყის ომში ოფიციალურად ორი მხარე ომობდა, სპარსეთის ყურის ომში კი კოალიცია იყო ერაყის წინააღმდეგ და სათაურიც ამით გამართლებულია. ფარულად ვინ ვის უჭერს მხარს და როგორ ყველა ომი, დიდი თუ პატარა, რეგიონალური გამოდის. სპარსეთის პირველი მეორე და მესამე ომი მხოლოდ გერმანულში ჰქვია, სხვაენოვან ბმულებში არაა ასეთი სახელწოდება. დასაზუსტებელია საქართველოში რა ფორმით არის ეს დამკვიდრებული და იმგვარად უნდა შეირჩეს ძირითადი სათაური. - ალ-ო () 17:54, 23 ოქტომბერი 2006 (UTC)