განხილვა:სომხეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თემაში დამახინჯებული, არასწორი რუკა იდო, იმას თავი რომ დავანებოთ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი სომხეთის ნაწილად იყო ნაჩვენები ტიგრანის დროს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, მას საქართველოს ამხელა ტერიტორია არასდროს დაუპყრია. სომხეთს ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი და ლამის იერუსალიმამდე საზღვარი არასდროს ჰქონია, ეს სიცრუეა და წავშალე.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:25, 22 ნოემბერი 2016 (UTC)

გეთაყვა, არ გვინდოდა ამის პირდაპირ თქმა, მაგრამ ტიგრან მეფემ ეს ტერიტორიები მართლაც დაიპყრო. ვიღიმი მეტსაც გეტყვით, ამ დაპყრობილ ტერიტორიებზე იმდენი სომეხი დასახლდა, მეორე სამშობლოც კი შექმნეს სომხებმა შუა საუკუნეებში სწორედ რომ იერუსალიმთან ფრიად ახლოს. ასე რომ, ამ დიდად ტრაგიკულ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ :)). Deu. 10:56, 24 ნოემბერი 2016 (UTC)

ბატონო თუკი თქვენ სომხეთის ისტორია არ იცით არაა საჭირო ამის დემონსტრირება, ტიგრანმა მართლაც დაიპყრო გარკვეული ტერიტორიები, მაგრამ იმის ნახევარიც კი არა რაც აქაა ნაჩვენები, კერძოდ ტიგრანის დროს იბერიამ დაკარგა მტკვრის სათავეები და ქვემო ქართლის ნაწილი, მაგრამ ამ რუკაზე ჩანს, რომ თბილისი,მცხეთა,სამცხე და შიდა ქართლიც კი დაუპყრია ტიგრანს, რაც ტყულია(იხ.სტრაბონი), მას ასევე არ დაუპყრია ტერიტორიები ხმეთაშუა ზღვამდე. ხოლო კილიკიაში სომხები დასახლდნენ, 11-ე საუკუნეში რომცა ტარონიდან და სხვა დაპყრობილი სომხური პროვინციებიდან ბასილი ბულგართმმუსვრელმა 80 000 სომეხი გადაასახლა იმპერიის სიღრმეში(იხ.არისტაკე ლასტივერცი სომეხი ისტორიკოსი), არასოდეს 11 საუკუნემდე სომხებს მანდ კომპაქტურად არ უცხოვრიათ, ეს თავად სომეხივე ავტორები მიხედვით. ასე რომ კვლავ ჩავასწორებ.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:27, 24 ნოემბერი 2016 (UTC)

კიდევ ერთხელ: პატივი ეცით ვიკიპედიის წესებს და ნუ ცვლით სტატიის ასეთ მნიშვნელოვან ნაწილს წყაროს და განხილვის გარეშე. ამ სურათს თავისი წყაროები აქვს, თქვენ თუ მას უპირისპირდებით, მოგიწევთ თქვენი წყაროების დასახელება. Deu. 11:30, 24 ნოემბერი 2016 (UTC)

პატივს ვცემ და ზუსტად იმიტომ,ერთერთი წესია რომ ცრუ ინფორმაცია არ უნდა განთავსდეს.მანახე წყარო და არ შევცვლი, ოღონდ წყარო და არა ინტერნეტში გაკეთებული სურათი, ხოლო რატომ არის ეს ტყუილი აქვე დაგიწერე, წყაროების მითითებით, ახლა შენი წყარო გამოუშვი, მე ისევ ვასწორებ. თუ კვლავ წაშლი,მზად ვარ ვიკიპედიის სხვა რედაქტორებთან და ავტორიტეტულ იუზერებთნ გაირკვეს. სომხურ ცრუ პროპაგანდას ვერ დავეთანხმები. --Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:37, 24 ნოემბერი 2016 (UTC)

ჩვენ სწორედ იმაზე ვდაობთ, ინფორმაცია ცრუა თუ არა. სუბიექტური შეფასებით სტატიის ასეთი რადიკალური ცვლილებები ვიკიპედიისაც და კოლეგების უპატივცემულობაა. რედაქტირებების ომი ვანდალიზმად ითვლება. ასე რომ, როგორც შენზე ბევრად გამოცდილი ვიკიპედიელი, გირჩევ, კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდე. მტკიცების ტვირთი კი შენზეა, გეთაყვა, რამდენადაც თავად დააყენე ეჭვქვეშ მონაცემები. საკუთარი განმარტებები არაა წყარო. შეგიძლია ნახო ეს ფაილი, თავისი წყაროც მითითებული აქვს. Deu. 11:46, 24 ნოემბერი 2016 (UTC)

1.მე არ ვარ გამოუცდელი ვიკიპედიელი მრავალი წელია დარეგისტრირებული ვარ და არაერთი სტატია დამიწერია/დამირედაქტირებია.

2.რაში ხედავთ რადიკალურ ცვლილებას ცრუ რუკის წაშლაში?

3.მტკიცების ტვირთი საერთოდ იმაზეა ვინც რამე ინფორმაციას დებს, როცა ეს რუკა დადე ან სხვამ დადო, რამე მტკცებულება გარდა ერთ ფერში გაფერადებული "რუკისა" მოაყოლა? მაშინ რატომ არ მოითხოვეთ მტკიცება?

4.ეს რუკა რაც ახლა დალინკე და ის რაც იდო განსხვავებულია, იმ რუკაზე მტკვრის ჩრდილოეთითაც სომხეთია, ამაში არა. ხოლო ამ რუკის წყარო რა არის არ დააკვირდი? არმენიკა.ორგ, დაიდოს რომელიმე ღირებული ავტორიტეტი და არა არმენიკა.ორგ, მასე მე დაგიდებ მაგათივე საიტებიდან სადაც ჩრდილოეთ კავკასიაც სომხეთის იყო განათავსებ? 5.http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/emedit%20001.JPG, http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/Caucasian%20Iberia.htm აჰა მაშინ რახან ასე გინდა, პროფესორ ენდრიუ ანდერსენის გაკეთებული რუკა, არმენიკა.ორგ-ს სჯობს ვფიქრობ, შეხედე ამას და დადე ის,ამას სჯობს აშკარად,რადგან ეს ტყუილია https://en.wikipedia.org/wiki/History_of_Armenia#/media/File:Armenian_Empire.png. არის ეს საკმაო მტკიცებულება შენთვის? თუ კიდევ დავდო?--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 13:02, 24 ნოემბერი 2016 (UTC) ჯიუტად არ აქვეყნებ ცვლილებას და მიზეზი მაინტერესებს--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 13:04, 24 ნოემბერი 2016 (UTC)

ეს სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროდან მოტანილი რუკა, რომლის მიხედვითაც მცხეთა და თბილისი სომხეთია, სხვა უამრავ სისულელეებთან ერთად ისევ დევს. სირცხვილია, ავიღებ ისევ. იმედია ვანდალიზმი აღიკვეთება ამიერიდან.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 09:21, 7 მარტი 2017 (UTC)