განხილვა:სკორპიონსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რჩეული სტატია სკორპიონსი არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასდა, როგორც ვიკიპედიელთა მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო სტატია. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ.
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (2 მაისი, 2011).

„სკორპიონზი“-ზე (ან „სკორპიონსი“-ზე) ხომ არ გადავიტანოთ? - Island 01:21, 8 მარტი 2008 (UTC)

ჰმ.. ისე როგორაა ჩვენთან საქმე? პინქ ფლოიდი ინგლისურად წერია, სხვა ჯგუფები არ მახსოვს. ასეა თუ ისე ვემხრობი შენს პოზიციას, გამყრელიძის დასკვნისა არ იყოს :)--რუსუდან ცისკრელი () 01:34, 8 მარტი 2008 (UTC)

სტატიაში უზუსტობებია სახელ-გვარების მხრივ - ისინი გერმანული პრინციპით უნდა იკითხებოდეს და არა ინგლისურით. --The Intruder 09:35, 16 მარტი 2008 (UTC)

Symbol support vote.svg (მომხრე) ვეთანხმები Island-ს და სათაური ამ შემთხვევაში ქართულადაც რომ იყოს არაფერი დაშავდება. ეს ხომ ქართული ვიკიპედიაა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ქართულად ვწეროთ. --ცანგალა () 20:06, 23 მარტი 2008 (UTC)


დავიჯერო მძიმე როკი და მსუბუქი მეტალი (ალბათ აქ გადამისამართება მოსახსნელი იქნება) არ იხმარება ქართულ ენაში. აუცილებლად ჰარდ როკი და ჰევი მეტალი უნდა იყოს? ეს ხომ ქართული ვიკიპედიაა. ეს ხომ ქართული ენაა.--ცანგალა () 12:38, 27 მარტი 2008 (UTC)

ვეთანხმები ცანგალას --Ventusa 13:18, 27 მარტი 2008 (UTC)

"მძიმე როკი" და "ჰარდ როკი" (ენაში, მეტყველებაში) უკვე თანაარსებობს, ანუ ორივეს გამოყენება შეიძლება. და საერთოდ, მე მგონია არ იქნება ურიგო ამ ამბავის გადამისამართებით მოგვარება. რაც შეეხება ჰევი მეტალს ქართულში მხოლოდ მისი ფონეტიკური ვარიანტი არსებობს და არც "მსუბუქი მეტალი" გამიგონია და არც "მსუბუქი ლითონი", ;) თუმცა მსუბუქ მეტალურგიაში შეიძლება არსებობდეს რაღაც მსგავსი.

არ ვიცი ქართველმა ლექსიკოგრაფებმა მოახერხეს თუ არა ამ ფაქტის დაფიქსირება, მაგრამ მე მგონი, ასეც რომ არ იყოს მაინც ორივე ფორმის გამოყენება შეიძლება, დამკვიდრებულია და იმიტომ. გადამისამართებაზე და ვიკიპედიის მაქსიმალურ ქართულობაზე კიდევ ერთი ერთი რამ მინდა გითხრათ ქალის სურნელის განხილვაში. --pirtskhalava 00:58, 6 აპრილი 2008 (UTC)

მეტალურგიაში არის ლითონები და არა მეტალები. металл - რუსული არის დამკვიდრებული ქართულში ლითონის ხმარებისას. მაროჟნისა არ აიყოს. --ცანგალა () 09:45, 6 აპრილი 2008 (UTC)

რჩეულ სტატიაში გასვლის შანსი აქ სტატიას თქვენი აზრით? --გოტა () 09:01, 24 აპრილი 2008 (UTC)

{{lang-de}}[წყაროს რედაქტირება]

რამდენად გამართლებულია ფრჩხილებში გერმ.–ის მიწერა? Scorpions არაა გერმანული სიტყვა. მითუმეტეს, თუკი ჯგუფის სახელწოოდებად The Scorpions-ს ჩავთვლით... ფრჩხილებში ან ინგ. უნდა ეწეროს, ან ყოველგვარი ენის გარეშე, უბრალოდ Scorpions (როგორც რუსულში). რას იტყვით? — დავით პასუხი 15:07, 14 მაისი 2011 (UTC)

გეთანხმები. გამომრჩა მხედველობიდან, როგორც ჩანს (მგონი, ანონიმის ნამოქმედარია). სახელწოდებას არანაირი კავშირი არ აქვს იმ ფაქტთან, რომ ჯგუფის წევრები გერმანელები არიან.—G.G. 10:31, 15 მაისი 2011 (UTC)