განხილვა:სკარლეტ იოჰანსონი
თურმე და როგორ წარმოითქმის გვარი. ოსკარებზეც შემიმჩნევია. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:02, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- სკარლეტ ჯოჰენსონი? ძალიან ეუცხოება ყურს))--შოთა [UT] 18:05, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- ეგაა აი, მიჩვეულები რომ ვართ. მთელი ცხოვრება კი იცხოვრა ამერიკაში და ინგლისურად წარმოითქმის მისი გვარი და არა, ვთქვათ, სკანდინავიური მეთოდით. მამამისი დანიელია, მაგრამ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ემიგრანტების გვარები განსხვავებულად წარმოითქმის. თუმცა, ამავე დროს, ასეთი რამე ხდება - 'დონ კიხოტი' ინგლისურად წარმოითქმის ასე (მარცხენა ფანჯარას მოუსმინე). გადაიყვან სხვა ენაზე - სხვანაირად არის. აი ასეთი მომენტებია, რომ გვაბნევს ხოლმე ვიკიპედიაში. აქ ის დახმარებაც არ გვშველის. ერთია დამკვიდრებული რომ არის და მეორე... მოკლედ, აი კიდევ ერთი - სადღაც 50-ე წამზე აცხადებს. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:15, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- 30-ზე. კი, ჯოჰანსონს ამბობს, მაგრამ რამდენად მართებული იქნება ახლა რომ გადავიტანოთ? როგორც უკვე აღნიშნე, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა ენაზე სხვადასხვაგვარად წარმოითქმის. მაინც იოჰანსონის ვერსიას ვემხრობი--შოთა [UT] 18:24, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- მტკიცებულებები გვაქვს და რა ვიცი.. :) შეგვიძლია ავაგროვოთ, ყველაფერი წესით და რიგით უნდა იყოს. პირიქითაც - სინამდვილეში იოჰანსონი რომ ყოფილიყო (ანუ ამერიკაში ემიგრირების მიუხედავად იოჰანსონი რომ გამოეყენებინა), მანდაც არგუმენტების აგროვება იქნებოდა აუცილებელი. forvo, inogolo და მსგავსების გარდა აგერ ტელეგადაცემებიც გვაქვს. უმჯობესია ახლა იქნას გადატანილი. მესმის, რომ ამაზე უფრო პრიორიტეტული საკითხებიც გვაქვს, მაგრამ ვიკიში random რეჟიმში ვმუშაობთ ისედაც და არ არის ახალი ხილი. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:30, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- 30-ზე. კი, ჯოჰანსონს ამბობს, მაგრამ რამდენად მართებული იქნება ახლა რომ გადავიტანოთ? როგორც უკვე აღნიშნე, ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა ენაზე სხვადასხვაგვარად წარმოითქმის. მაინც იოჰანსონის ვერსიას ვემხრობი--შოთა [UT] 18:24, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- ეგაა აი, მიჩვეულები რომ ვართ. მთელი ცხოვრება კი იცხოვრა ამერიკაში და ინგლისურად წარმოითქმის მისი გვარი და არა, ვთქვათ, სკანდინავიური მეთოდით. მამამისი დანიელია, მაგრამ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ემიგრანტების გვარები განსხვავებულად წარმოითქმის. თუმცა, ამავე დროს, ასეთი რამე ხდება - 'დონ კიხოტი' ინგლისურად წარმოითქმის ასე (მარცხენა ფანჯარას მოუსმინე). გადაიყვან სხვა ენაზე - სხვანაირად არის. აი ასეთი მომენტებია, რომ გვაბნევს ხოლმე ვიკიპედიაში. აქ ის დახმარებაც არ გვშველის. ერთია დამკვიდრებული რომ არის და მეორე... მოკლედ, აი კიდევ ერთი - სადღაც 50-ე წამზე აცხადებს. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:15, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
გადატანის შემთხვევაში ჯოჰენსონი იქნება თუ ჯოჰანსონი?--შოთა [UT] 18:31, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
ვერ გეტყვი და 'ალბათ'-ის თქმისგან თავს ვიკავებ ფაქტია, რომ იო- უნდა გაუჩინარდეს. --Henry McClean განხილვაწვლილი 18:35, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- აჰა, რუსებსაც ჰქონიათ ეს პრობლემა, მაგრამ მაგათ შემთხვევაში იოჰანსონი აქვთ დატოვებული იმიტომ, რომ დანიურიდან რუსულზე თარგმნის წესები ასე ითხოვს, ამავდროულად სქოლიოთი აქვთ მითითებული, რომ მსახიობის მშობლიურ ენაზე (ინგლისურად) გვარი წარმოითქმის ჯოჰენსონი. სადმე მოიძებნება დანიურ-ქართული ტრანსკრიფცია? ეს, სამწუხაროდ, ვერ გვეხმარება--შოთა [UT] 18:41, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
გვარი დანიური წარმოშობისაა. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი იოჰანსენ-ი (Johannsen) ვილჰელმ ლუდვიგ - დანიელი ბიოლოგი (1857-1927). იოჰანსენ-ი (Johansen) ფრედერიკ იალმარ - ნორვეგიელი მოგზაური (1867-1913). ლოგიკურად, აქ იქნება იოჰანსონი --M. განხილვაწვლილი 18:56, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
M. ლოგიკა ერთია და ნუ დაგავიწყდება, რომ ჩვენ გვაქვს ზოგიერთი გვარი ან სკანდინავიური ან მოგერმანულო, რომელიც ინგლისური ლოგიკით წარმოითქმის (ზოგიერთ ჰოლივუდის მსახიობთან შემხვედრია). --Henry McClean განხილვაწვლილი 19:19, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
მეორე ვარიანტი - შესაძლოა ჯოჰანსენი იყოს მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოთქმისას უყვართ ასე (სხვანაირად არ გამოდის) და შესაძლოა, სულაც არ ნიშნავდეს, რომ ჯოჰანსენი (ჯოჰანსონი) არის. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:22, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- ჩემი აზროთ, უნდა დარჩეს იოჰანსონზე და სქოლიოში მიეთითოს, რომ ინგლისურად წარმოითქმის ჯოჰენსონი--შოთა [UT] 19:40, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- კარგი აზრია. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:42, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- ამ ინგლისურმა სახელწოდებებმა, მეც გამაწამა და თქვენც --ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 19:42, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
- კარგი აზრია. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:42, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
დავამატე სქოლიო--შოთა [UT] 20:19, 6 სექტემბერი 2013 (UTC)
მშვენიერია, მეც ოდნავ დავხვეწე :) --Henry McClean განხილვაწვლილი 20:35, 6 სექტემბერი 2013 (UTC)