განხილვა:საფრანგეთი

    მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
    Wikimedia User Group Georgia Logo Black vert ka (Official).svg
    სტატია „საფრანგეთი“ გაუმჯობესდა
    „ვმ საქართველოს“ კონკურსის „ვიკიგაზაფხული 2021“-ის ფარგლებში.
    CEE Spring Logo CEE-t2 (Georgian).svg
    .
    Ambox warning pn.svg მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
    Armoiries république française.svg
    ეს სტატია გაუმჯობესდა „საფრანგეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

    Untitled[წყაროს რედაქტირება]

    საფრანგეთის დეპარტამენტების სახელწოდებები მაგარი გადასახედია. სანამ სტატიების შექმნას დავიწყებდეთ უნდა ჩავასწოროთ ასე რომ არ იჩქაროთ ბიჭებო. --ჯაბა ლაბაძე () 17:23, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    ვფიქრობ რუსულის მიხედვით იქნება ქართულშიც დამკვიდრებული, როგორც ყოველთვის. თუმცა, მაინც ჯობია ქსე–ში გადამოწმდეს. — დათო პასუხი 17:25, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    ხო რუსულის მიხედვითაა დაწერილი, მაგრამ გადახედვა აუცილებელია. ვინმე ქსე იანმა გადაამოწმოს.--ႬႨႩႠ 17:29, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    დათო მართალია ქსე-ს მიხედვით უნდა გადამოწმდეს მაგრამ აქ არც რუსულის მიხედვითაა დაწერილი. ბოლოში სახელობითი ბრუნვის ნიშნები აკლია. --ჯაბა ლაბაძე () 18:00, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    და ხომ არ ჯობია ყველას ფრჩხილებში მიეწეროს (დეპარტამენტი)? --ჯაბა ლაბაძე () 18:01, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    არ ჯობია. მაგალითად მანშის რათ უნდა ფრჩხილებში დეპარტამენტი? სხვა არაფერი არ არსებობს ამ სახელწოდების ... --გოტა (მომწერე) 18:05, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    ჯობია არ ჯობიაზე არაა საქმე გოჩა მე მგონი აქ ასეთი წესია და რავიცი სხვებს დაველოდოთ აბა. --ჯაბა ლაბაძე () 18:14, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    მე ეგ წესი არ გამიგია... --გოტა (მომწერე) 18:14, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    ეგ წესი მეც არ მეხატება გულზე მაგრამ ვიკიპედიის დიდი მამები (და დედები) ასე ამბობენ. ვაპაჭუნებ --ჯაბა ლაბაძე () 18:16, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    მაგიტომაც ვთქვი გადასამოწმებია. იცით რა ბევრი რამეს ორი მნიშვნელობა აქვს ამიტომ ერთს თუ ექნება ფრჩხილებში (დეპარტამენტი) მაშინ სხვებსაც უნდა ჰქონდეს. რავიცი ასე იყო ირანის შემთხვევაში (ოსტანი), ეგვიპტის შემთხვევაში (მუჰაფაზა) და კიდევ სხვები.--ႬႨႩႠ 18:25, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    კი ნიკა მართალი ხარ. მოდით აქაც ასე იყოს. ახლა მე ამ სტატიაში გადავხედავ დეპარტამენტებს და მერე შევუდგეთ საქმეს. --ჯაბა ლაბაძე () 18:26, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    ანუ რა გადაწყვიტეთ, მანშის უნდა მიუწეროთ (დეპარტამენტი)? --გოტა (მომწერე) 18:44, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    იმედია სკოლის ყველა პედაგოგი ასეთი რეპლიკებით არ საუბრობს. ვაპაჭუნებ ახლა რაც შეეხება სტატიის სათაურებს. იხ. en:Departments of France, როდესაც მრავალმნიშვნელობაა მაშინ მიეწეროს დეპარტამენტი. აგრეთვე იხ. განხილვა:ვლადიმირის ოლქი -ცანგალა () 18:49, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    სხვის პირადულში ნუ იქექებით. გოტას უპასუხეთ პირდაპირ. --ჯაბა ლაბაძე () 18:52, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    თუ არსებობს რაიმე იგივე სახელწოდებით, მაშინ უნდა მიეწეროს დეპარტამენტი. და თუ სხვა არაფერი არ არსებობს, მსგავსად მანშისა, არამგონია საჭირო იყოს მიწერა --გოტა (მომწერე) 18:58, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]

    კი ბატონო. --ცანგალა () 19:07, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]
    და საერთოდ, მგონი უნდა ვეცადოთ, ფრჩხილები უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ. როცა შეიძლება უფრჩხილოდ, რატომ გავურთულოთ ვიკიპედიის მკითხველთ სულ ტყუილად საქმე? ის წესი, ზემოთ რომ ახსენეს, არ მახსოვს სადმე განხილულიყვეს. — დათო პასუხი 19:18, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]
    იხ.განხილვა:ვლადიმირის ოლქი, განხილვა:ბასკეთი , განხილვა:ბარსელონის პროვინცია და სხვა მრავალი. გთხოვთ რუსეთთან მიმართებაში სხვანაირად არის. ხანდახან გადახედეთ წამყვან ვიკიპედიებს. ცანგალა () 19:34, 1 იანვარი 2010 (UTC)პასუხი[უპასუხე]
    ძალიან დამაინტერესა ამ სიტყვამ „ევროტუნელი“, საშინელი ბარბარიზმის ცოცხალი მაგალითია. იქნებ ევროკავშირს „ევროსაიუზი“ დავარქვათ, დიდი სირცხვილია ასეთი მნიშვნელობის სტატიაში ასეთი ბარბარიზმების გამოყენება. სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ „მეცა“ თვალში ეს სიტყვა, როდესაც ჩემი თანაკლასელის მიერ შედგენილ პროექტს ვამოწმებდი, ვკითხე თუ საიდან მოიძიე-თქო, მიპასუხა, რომ ვიკიპედიიდანო, სიმართლე გითხრათ არ მესიამოვნა და ვუთხარი, თუ ანალოგიური შეცდომები შეგხვდეს აუცილებლად შეასწორე-მეთქი, არაუშავს, იმედია მეორედ აღარსად შემხვდება (შეგვხვდება) ევროტუნელი ვიღიმი--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 11:13, 7 ივნისი 2013 (UTC)პასუხი[უპასუხე]