განხილვა:სამგორი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატიაში აშკარად არასწორი ინფორმაცია წერია. სამგორის ხსენებაც არ იყო ამ რაიონის ტერიტორიაზე მეტრო სამგორი სანამ არ გაიხსნებოდა. ტოპონიმი წამოიღეს სოფელ სამგორიდან და ასე შემთხვევით აღმოჩნდა გარდაბნის რაიონის ტერიტორიაზე არსებული ტოპონიმი ნავთლუღში. სწორედ ნავთლუღი ერქვა ამ რაიონის ძირითად და ყველაზე ძველ ტერიტორიას. სამგორის რაიონში სამგორის დასახლება არც არსებობს, ეს სახელი მეტროს სადგურის სახელის გამო გავრცელდა დეკომუნიზაციის ფარგლებში საქარხნო რაიონზე. ამიტომ ნუ ავურევთ ერთმანეთში სოფელ სამგორს, სამგორის ველს და სამგორის რაიონს. სამგორი არის მხოლოდ თბილისის ადმინისტრაციული რაიონის დასახელება და არავიტარი ისტორიული უბანი. თუ მაინცდამაინც ისტორიაზე და სიძველეზეა ლაპარაკი, მაშინ სოფელ ნავთლუღზე შეიძლება დაიწეროს ცალკე სტატია, მაგრამ სამგორი როგორც ასეთი არაა ცალკე აღებული უბნის ან დასახლების სახელწოდება თბილისში. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება თუ ეს სტატია ჩასწორდება შესაბამისად. Beqa Ninikuri განხილვაწვლილი

გამარჯობა, სტატია დაწერილია იმ ინფორმაციის მიხედვით, რაც წყაროშია (კვირკველია) მითითებული. ლინკი შეცდომითაა მითითებული და გავასწორებ. ხოლო თუ თქვენ სხვა ინფორმაცია გაქვთ, შეგიძლიათ შეცვლა, ოღონდ აუცილებლად შესაბამისი ლიტერატურის მითითებით --M. განხილვაწვლილი 06:27, 20 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]