განხილვა:როჩაჰმედის ტაძარი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატიაში არაა მითითებული რომ ეს ძეგლი ქართულია და კატეგორიები რატომ აქვს ასეთები მითითებული? --ჯაბა 1977 20:58, 11 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

სათაურიც იკითხება როგორც როჩაჰმედი. --ჯაბა 1977 06:46, 12 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

იმ პერიოდშიც კი რომელსაც აზერბაიჯანული საიტი უთითებს შენობის აგების თარიღად, მხარე მთლიანად შედიოდა ქართული სახელმწიფოების შემადგენლობაში. ჯერ ქართლის საერისმთავროს, შემდეგ კი ჰერეთის სამთავროსა და სამეფოს. ასევე, ბევრი ძეგლი რომელსაც არც წარწერა აქვს და არც არსად იხსენიება მაგრამ აშენებულია ისტორიულად ქართულ მიწაზე, აქაც ვიკიპედიაზე განიხილება როგორც ქართული (ძირითადად ტაო-კლარჯეთის). ვხელმძღვანელობ ამ ლოგიკით. — 11:40, 12 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

ამის ახსნა მე არ მითხოვია, ეს ისედაც კარგად ვიცი. თუ ვინმეს დამერწმუნე მე მათ შორის ყველაზე მეტად მტკივა ჰერეთი, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიკიპედიაში წყაროებია საჭირო. ლოგიკურ მსჯელობაზე დაყრდნობით ვიკიპედიის სტატიები არ იქმნება. სათაურზე რას იტყვი ირაკლი? --ჯაბა 1977 12:16, 12 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) — სათაური აუცილებლად უნდა გადავიტანოთ — Mehman 97 15:08, 12 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]

სათაურდან ერთადერთი იმიტომ ამოვიღე ჰაე რომ სტატიაში ბელაქანის რაიონ სოფელ როჩა(ჰ)მედზეც ასეა. ეს როჩაჰმედი და ჰანიფა გვერდიგვერდაა. იმ საიტზე როგორც მივხვდი როჩაჰმედი ჰანიფას უბნადაა განხილული. თუკი თარგმნისას შეცდომა დავუშვი რათქმაუნდა თანახმა ვარ გასწორდეს აქაც და აქაც. ქართულობა კი სტატიის ტექსტში არ მიმითითებია და არც მივუთითებდი, რაკი არსად წერია. მხოლოდ კატეგორიზაციაში. თუკი შეცდომაა ესეც, გამოვასწორებ. თუმცა რა კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს სტატია ესეც გადასაწყვეტია.
ესენი მე არაკეთილსინდისიერად არ ჩამიდენია. ძალიან არ მინდა იფიქროთ, რომ შოვინისტური ხასიათის დამოკიდებულება მაქვს რაიმეს მიმართ. უბრალოდ ასე მიმაჩნდა სწორად.— 17:42, 12 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
არა, რას ამბობ, არანაირი შოვინიზმი. :) --ჯაბა 1977 18:22, 12 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ სოფლის სტატიის ავტორმა დაუშვა შეცდომა, რომელიც უკვე გასწორდა და ახლა დროა, რომ ეს სტატიაც გადავიტანოთ. — Mehman 97 18:27, 12 მარტი 2017 (UTC)[უპასუხე]